"სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ" - სერბულ კლუბს კიტეიშვილის დამატება სურს

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატებით "ცრვენა ზვეზდა" ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Mozzart Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სერბული კლუბის სკაუტები ქართველ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და კიტეიშვილი ვლადან მილოევიჩის სატრანსფერო სიის სათავეშია.

შეგახსენებთ, ოთარს "შტურმთან" მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

ამ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt

კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმს" ოქროს დუბლის შანსი აქვს [VIDEO]

altკიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმი" "ზალცბურგს" დაეწია [VIDEO]

altკიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას - ოცნებები უნდა ავიხდინოთ

მკითხველის კომენტარები / 24 /
მაგათ ცოტა ხო არ აჟუილებთ? :))) რატომ გონიათ რომ ოთარ კიტეიშვილი სერბეთის ჩემპიონატში გადავა? კაცს იმ “შტურმიდან” წასვლა უნდა, რომელიც წელს ჩემპიონი ხდება და გაისად გარანტირებულად ლიგაზე ითამაშებს ჯგუფში, სადაც რეალის, ბაიერნის, სიტის და პსჟ-ს დონის გუნდებს შეხვდება. იმიტო რო კიდევ უკეთეს ჩემპიონატში უნდა გადასვლა.
ცრვენა ზვეზდა არა ვოივოდინა და ბუდოჩნოსტი კიდე
Superman
10:49 30-04-2024
3
ეგ ის ზვეზდაა, ძლივს რომ გამოასწრო აზაროვმა?!... საღოლ ძმაო, მარტო მაგისთვის ღირდა თავისუფალი აგენტობა - ალალია შენს აგენტზე ერთი ან ორიც კი ცინცხალი მოსკვიჩი, მე 412 მოდელს გირჩევდით...
დდდ
12:03 30-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული