"ამ საფეხბურთო უნარით ხვიჩა ყველასგან გამორჩეულია"- სიომინმა "ნაპოლის" შემტევზე ისაუბრა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა Match TV-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ქართველ შემტევს ყველა სხვა ფეხბურთელისგან ერთი უნარი გამოარჩევს.

"ლოკომოტივის" ყველაზე ნიჭიერი შემტევი, რომელთანაც მიმუშავია, ხვიჩა კვარაცხელიაა, ეს ეჭვგარეშეა. მას აქვს თვისება, რომელიც ყველასგან გამოარჩევს, ვგულისხმობ მეტოქის მოტყუების უნარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ სხვა მონაცემებსაც გააუმჯობესებდა. ასეც მოხდა და დღეს ბევრად ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

დაცვით ფუნქციებს უკეთ ასრულებს და უდიდესი პროგრესი აქვს", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ლოკომოტივის" ღირსებას
2019 წელს იცავდა. "რკინიგზელთა" რიგებში ხვიჩამ 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 2 /
ალა ლუსულ კანონს, ალა ლუსულ კანონს! ლატომ იმიტომ! ერთი ცნობილი ნაც მოცეკვავე ტანით გრძნობს ლუსულ კანონს, მეორე ასევე ცნობილი ნაც მხატვარი ინტუიტურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას ვერჩით გრძნეულებს, გრძნობენ და?
თქვენს პატრონებს?
30 აპრილი 2024 22:06
11
როგორ, გაბედა "ვიღაცა რუსმა იური სიომინმა" ქართველ ხვიჩაზე ილაპარაკა? ის ხომ რუსიაააააა, რუსიაააააა? იური! ჯერ აქაური ნაცებისგან და ლაწირაკ უსაქმურ ნაცკა მომიტინგეებისგან (თვითონაც რო არ იციან რას აპროსტებენ) უნდა აგეღო ნებართვა. ეეეჰ? იური როგორ შეცდი? უკვე შავ სიაში ხარ.
ქართველი.
30 აპრილი 2024 21:19
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული