კვარაცხელიას ორშაბათამდე დაველოდოთ... - მატჩები, რომელთაც აღდგომის დღეებში უნდა ვუყუროთ

AutoSharing Option
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ჩვენი ლეგიონერების მატჩები გრძელდება...

პარასკევი

3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", რომელსაც "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის მებრძოლ ექვსეულში შესვლის რეალური შანსები აქვს, "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება. პლეი-ოფებამდე 5 ტურია დარჩენილი, ქართველის გუნდის მთავარი კონკურენტი კი "სანტანდერია".

37 ტურში "ქოჩორამ" ოცჯერ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე გაფრთხილება აქვს...

შაბათი

გერმანიის ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ახლოს "სტ. პაული" და "ჰოლშტეინ კიელი" არიან, პლეი-ოფის მესამე ადგილზე კი  "დიუსელდორფია", რომელიც "ჰამბურგსა" და ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" (განსაკუთრებით) კომფორტულად აღემატება.

32-ე
ტურში ქართველის გუნდი ძალიან მოტივირებულ და გადარჩენისთვის მებრძოლ "ჰანზას" ესტუმრება - 4 მაისს, 15:00 საათზე. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბუდუს ანგარიშზე 10 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

ამ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ჩემპიონშიპს დაასრულებს. გუნდს ერთხანს ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ცხრილის შუაში "გაიჭედა". "ჩაკვეს" თამაშით კმაყოფილი ვართ, მან ინგლისში ბევრი უნარი გაიუმჯობესა, რაც ნაკრებში მის გამოსვლაზეც აისახა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კლევერლი ქართველს დასვენების, ტრავმის სრულად მოშუშებისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ბოლო მეტოქეს, ის "მიდლსბროა" (სტუმრად). 34 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი - ეს გიოს მონაპოვარია.

Sportall.Ge

კვირა

ქვეყნის თასის მოპოვების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" დუბლის შესასრულებლად მიდის და 5 მაისს, ჩვენი დროით 16:30 საათზე, ლიდერები "ჰატბერგს" უმასპინძლებენ. "კიტეს" შედეგი 23 შეხვედრაში 6 შედეგიანი დარტყმა და 5 "ასისტია".

გიორგი მამარდაშვილი გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია. მის "ვალენსიას" ისევ აქვს შანსი, შვიდეულში შევიდეს და 20:30 საათზე "ალავესს" უმასპინძლებენ. კარს დომენეკი დაიცავს. შეგახსენებთ, ქართველი კიპერის შესანიშნავ სეზონს ვხედავთ, 12 "მშრალი" მატჩით.

"მეცი" გიორგი მიქაუტაძის იმედად გადარჩენისთვის იბრძვის. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი 5 მაისს, 21:00 საათზე, "რენს" დაუხვდება. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 4 ტურში გაიტანა (6 გოლი), სულ კი 17 შეხვედრაში 11 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს (ასევე, "აიაქსში" 6 მატჩი).

Sportall.Ge

ორშაბათი

სამწუხაროდ, "ნაპოლი" ევროზონის შვიდეულს მკვეთრად ჩამორჩა, ორშაბათს, 6 მაისს, 22:45 საათზე (ჩვენი დროით) კი სერია "ა"-ს 35-ე ტურს "უდინეზესთან" სტუმრობით დაასრულებს.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის დაპირისპირება სექტემბერში შედგა. ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი გოლი გაიტანა. უდინელებმა "ნაპოლის" ბოლოს 2016 წელს (3:1) მოუგეს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც გონსალო იგუაინი გააძევეს. ისინი ახლა გასავარდნ ზონაში არიან და დიდი მონდომებით ითამაშებენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "კვარას" ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე პასია. შეგახსენებთ, გასულ, საუკეთესო სეზონში, ჩვენებურს 12 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და ათჯერ პარტნიორებს გაატანინა.

altკიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა - "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

altმამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი - "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ერთი ენას უყოფს მაყურებელს, მეორე ბინოკლს გამოსახავს, მესამე ხან ყურზე იდებს ხელს, რაი რაიო? ან ტუჩებზე თითს,გაისუსეთო. ნერვოხი სჭირთ აშკარად
ბექა
02 მაისი 2024 19:15
17
ბექა კი არა "ნერვოხი" უნდა გერქვას.
ბექას
03 მაისი 2024 10:56
7
ვის.
nevrologi.
03 მაისი 2024 00:16
2
ეს უჟმური მარაზმატიკი ბუძიები
ნახე. აუჰ ეს რა ქნა თურმე
მონტიორი
02 მაისი 2024 18:57
13
პირველ რიგში კარგი თამაში და ბურთის გატანა მაინც და მაინც გენიოსობა ნუ გგონია. ეგ შენი სამუშაოა და თუ წელიწადში ორ-სამ კარგ ილეთს გააკეთებ დიდი თავმოსაწონი მაინც და მაინც ვერაფერია. ეგ როგორც სამოსანმა რომ ერთი კუპლეტი ლექსი თქვას ისეა. ოც წელიწადს ყოველდღე პერსონალური ხალხი გასწავლიდეს ბურთის გაგორებას და სიმაღლეს ვერ მიაღწიო და სადღაც მესმე ლიგაში საშუალო დონეზე დარჩე ის მაინც გასწავლონ როგორ უნდა მოიქცე ხალხში. თუ არ გასწწავლლიან, უუყურე მიულერს,, კეინს, რონალდოს, მესის,, ვიინისიიუსს, კვარაცხელიიას, მაარდაშვილს, მიქაუტაძძეს, ქოჩორაშვილს, დავითაშვილს შორს არიან?????
ფიგუ
02 მაისი 2024 18:55
5
რა მოხდა ამისთანა თქვე უბედურებო თქვენ, რაინდად აკურთხა ვინმემ და პროტოკოლით აქვს აკრძალული ენის გამოყოფა თუ რა? თფუუ მარაზმი რა
მინდია პაპა
02 მაისი 2024 18:49
18
ძველ თაობას რომ თავი გავანებოთ, ნახეთ ნოდარ ახალკაცის გუნდის შემადგენლლობიდან ყყველა ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე ზრდილობიანი და განათთლებულნი. მარტო მაჩაიძის და ყიფფიანის სწავლა-განათლების და მოქცევის ხარრისხი თქვვითთ. რომელიმეზე თუ გაგიგიათ სასმელი, სიგარეტი, ნარკოტიკი ან რეჟიიმის დარღვევა. და ეს გრძელლდებოდა წლობით.

მათ მიერ ემოციების გამოხატვიის ცერემონიალი ზრდილობის და კაცობის უმაღლესი გამოხატულებაა. მე ამათ [ენების გამომყოფთ] ჩივაძის, ძოძუაშვილის და გაბელიას გვერდით ვერ დავაყენებ. რატომ ისინი არ იღებდნენ ტრავმებს?? იმიტომ, რომ პატიოსნად ასრულებდნენ მოვალეობას და იცავდნენ რეჟიმს.

ერთს ითამაშებს ნახეარ ტაიმს და ორი თვე „ტრავმა მიიღო“. არ უნდა და რას ეხვეწები. მსურველების და უკეთესების მეტი რა არის. რა პელე კიდე ეგა მყავს.
მეგობრებო
02 მაისი 2024 17:29
5
ბოლო-ბოლო რას ნიშნავს ეს უხამსი ენის გადმოგდება და ღმეჭა?! რა შინაარსი აქვს ამ მაიმუნობას?! თქვით, დაწერეთ თუ იცით ვინმემ და მეორეჯერ აღარ ვიკითხავ?!
aburjga
02 მაისი 2024 17:01
8
მოკლედ, რომ გითხრა ეს ნიშნავს: არა-სერიოზულობას (არასერიოზულობაში არ აგერიოთ)!
ანუ, არა - ყველაფერ ფუნდამენტურს, ეროვნულს, რელიგიურს და ზოგადად დოგმატურს; "just have fun"
შანსი ჯერ კიდევ გვაქვს
02 მაისი 2024 19:32
5
ოჰ ოჰ ოჰ, უხამსი(!) ეს რა უქნია, თქვენ ხო არ გაკლიათ მართლა
მონტიორი
02 მაისი 2024 18:56
11
ჯეერ ერრთი რრა ჩვენიი მოოსაწოონი ფეეხბურთელი არ დაიიბბადდა საქაარრთველოშიი, რომელიი ერრთთიი ჩამოგგიითთვაალლოთ, თვალლი რომ ჩაგვივარდნენ ხელს არ ამოისვავს თთვალლში არავიინნ. იმათ როომ მიიღწევები ჰქოონდათ ამათ არც დდაეესიზმრებათთ, მაგგრამ ერთი მაყყუურებბბინა თქვვენ რომ ოჯახში სტუმრები გყავვთ გაშლიილი პპურმმარრილი და უყყურებთ თამაშსს, ჭიქა ასწიე და სვავვ ,,ამ დრროს აჩვენეს შენი ბიჭი [[ფფეხბურთელი] ეკრანზე დიდი კადრით და გადმოგიფურთხა ხრანტები შიგ ჭიქაში როგორ დალევ გნახავ. როგორ შეიძლლება ასეთი უზრდელობის გამართლება. გინახავს ამას აკეთემდნენ რონალდო, მესი, მიულერი,ლევადოვსკი, ვინისიუსი ,ბარელა დიბალა,მამარდაშვილი, კვარაცხელლია,მიქაუტაძე??????

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ ანუ დედა ნახე, მამა ნახხე შვილი ისე გამონახე.


საზიზღრობაა..
ადამიანსს და გია პაპას!!!
02 მაისი 2024 16:32
5
და საოხრეს გადმოგდების წინააღმდეგი რატო ხართ?
იუნა შაფათავა
02 მაისი 2024 16:14
9
Ენას თავი გაანებე და იცი ადამიანს თავი იმიტომ კი არ აბია,რო წყალი არ ჩაუვიდეს ტანში-უნდა ,,გაჭანჭყაროს" ცოტა.
Ვერ ხვდები სულ ,,მზეობა"კომეტარებს წერ?
zura 222-ს
02 მაისი 2024 15:25
3
ბეეეეე, ნაცებს!
ჩაკვეტაძე.
02 მაისი 2024 15:07
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული