კვარაცხელიას ორშაბათამდე დაველოდოთ... - მატჩები, რომელთაც აღდგომის დღეებში უნდა ვუყუროთ

AutoSharing Option
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ჩვენი ლეგიონერების მატჩები გრძელდება...

პარასკევი

3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", რომელსაც "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის მებრძოლ ექვსეულში შესვლის რეალური შანსები აქვს, "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება. პლეი-ოფებამდე 5 ტურია დარჩენილი, ქართველის გუნდის მთავარი კონკურენტი კი "სანტანდერია".

37 ტურში "ქოჩორამ" ოცჯერ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე გაფრთხილება აქვს...

შაბათი

გერმანიის ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ახლოს "სტ. პაული" და "ჰოლშტეინ კიელი" არიან, პლეი-ოფის მესამე ადგილზე კი  "დიუსელდორფია", რომელიც "ჰამბურგსა" და ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" (განსაკუთრებით) კომფორტულად აღემატება.

32-ე
ტურში ქართველის გუნდი ძალიან მოტივირებულ და გადარჩენისთვის მებრძოლ "ჰანზას" ესტუმრება - 4 მაისს, 15:00 საათზე. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბუდუს ანგარიშზე 10 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

ამ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ჩემპიონშიპს დაასრულებს. გუნდს ერთხანს ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ცხრილის შუაში "გაიჭედა". "ჩაკვეს" თამაშით კმაყოფილი ვართ, მან ინგლისში ბევრი უნარი გაიუმჯობესა, რაც ნაკრებში მის გამოსვლაზეც აისახა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კლევერლი ქართველს დასვენების, ტრავმის სრულად მოშუშებისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ბოლო მეტოქეს, ის "მიდლსბროა" (სტუმრად). 34 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი - ეს გიოს მონაპოვარია.

Sportall.Ge

კვირა

ქვეყნის თასის მოპოვების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" დუბლის შესასრულებლად მიდის და 5 მაისს, ჩვენი დროით 16:30 საათზე, ლიდერები "ჰატბერგს" უმასპინძლებენ. "კიტეს" შედეგი 23 შეხვედრაში 6 შედეგიანი დარტყმა და 5 "ასისტია".

გიორგი მამარდაშვილი გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია. მის "ვალენსიას" ისევ აქვს შანსი, შვიდეულში შევიდეს და 20:30 საათზე "ალავესს" უმასპინძლებენ. კარს დომენეკი დაიცავს. შეგახსენებთ, ქართველი კიპერის შესანიშნავ სეზონს ვხედავთ, 12 "მშრალი" მატჩით.

"მეცი" გიორგი მიქაუტაძის იმედად გადარჩენისთვის იბრძვის. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი 5 მაისს, 21:00 საათზე, "რენს" დაუხვდება. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 4 ტურში გაიტანა (6 გოლი), სულ კი 17 შეხვედრაში 11 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს (ასევე, "აიაქსში" 6 მატჩი).

Sportall.Ge

ორშაბათი

სამწუხაროდ, "ნაპოლი" ევროზონის შვიდეულს მკვეთრად ჩამორჩა, ორშაბათს, 6 მაისს, 22:45 საათზე (ჩვენი დროით) კი სერია "ა"-ს 35-ე ტურს "უდინეზესთან" სტუმრობით დაასრულებს.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის დაპირისპირება სექტემბერში შედგა. ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი გოლი გაიტანა. უდინელებმა "ნაპოლის" ბოლოს 2016 წელს (3:1) მოუგეს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც გონსალო იგუაინი გააძევეს. ისინი ახლა გასავარდნ ზონაში არიან და დიდი მონდომებით ითამაშებენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "კვარას" ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე პასია. შეგახსენებთ, გასულ, საუკეთესო სეზონში, ჩვენებურს 12 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და ათჯერ პარტნიორებს გაატანინა.

altკიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა - "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

altმამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი - "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ქართველო ფეხბურთელებო: სირცხვილია,ძალიან არასიმპატიურია და სისაზიზღრემდე მისულია ეს ენის გადმოტლატვა,სხვა რაიმე ჟესტით არ შეგიძლიათ ემოციის გამოხატვა?რა უბედურებაა ეს ენის ტლატვა.
საფიჩხიელი
02 მაისი 2024 14:53
3
ფუი როგორ ვერ ვიტან ასე, რო გადმოაგდებენ ენას, რაღა საოხრეს გადმოგდება და რაღა ეს, ბუდუსი არ იყოს რა?
მოდაა?
02 მაისი 2024 14:45
7
ძველ თაობას!!!!

როგორ მომენატრა მესხის,მეტრეველის იამანიძის ღოღობერიძის, კალოევის, გუცაეევის, სულლაქველიძის, შენგელიიას, ჩივაძის ყიფიანის მაჩაიძის ასათიანის და სხვების -მსოფლიოში აღიარებბული კაცცების მიიერ ბურთის გატანის შემდეგ ემოციების ვაჟკაცური -თავშეკავებული, ზევით ხელების აწევით ცენტრისკენ წამოსვლა!!!

იმას აღარ კმარობენ, რომ ლამის ტრიბუნებზე ავარდნენ ახლა ენების გამმოყოფაც დაიწყეს. ვიცითთ ვისაც და რისთვისაც აჩვენნებთ გრძელ ენებს ,ეგ ევროპაში გამოგადგებათ აქ არა..

მომენატრა კიიდევ ის, რომ ისინნი არ კადრულობდნენ მოედანზე სახალხოდ გადმოფურთხებას მათთი ყველა მოქმედება ღირსეული იყო- ყყველას მაისურის ქვეშ ცხვირსაახოცი ჰქონდა. ცოტა ზრდილლობის გაკვეთილებიც რომ ჩაუტარონ ცუდი არ იქნება .ოჯახში გაზრდა ხომ უნდა ეტყობოდეს. სადღღაც მეორე ტუ მეხუთე დიივიზიონში არიან, ეგენი რომ დიდ გუნდებში იყვნენ რაღას იზავდნენ. მე პირადათ არ მინდა ასეთთი ფეხბურთი ,როცა ეეკრანზე აჩვენებენ სახეს ახლოდან როგორ იფფურთხება „ფეხბურთელი“.
ფიგუ
02 მაისი 2024 14:40
7
მოკლედ ყველა ქართველის მოსაწონი ფეხბურთელი ხომ ვერ დაიბადა საქართველოში რა.
გია პაპა
02 მაისი 2024 14:25
7
ეს ენის გადმოგდება რა ახალი მოდა შემოიღეს @@
zura222
02 მაისი 2024 13:45
12
რამხელა ენა ჰქონია..:)
აღუუ
02 მაისი 2024 12:29
7
აბა რა გეგონა ის 30 მლონიანი დაპირება ტყუილად კი არ გაუცია იმ კაცს.დ გროსმაისტერია რა.დდდ
რატის
02 მაისი 2024 12:25
4
ეგ თქვენ მიგაჩნიათ ბულინგად ენის გამოყოფა, ბუდუსაც მაგას ერჩით, თორემ ეს ფოტო უახლესია და უოტფორდის გვერდმა დადო, სადაც ძაან უყვართ გიო
შეეშვით ამ ჩასაფრებებს!
ადამიანს
02 მაისი 2024 12:24
16
Რამე სტატია დადეთ რა კვარადონაზე,გემუდარებით. Უკვე კაი ხანია გათენდა და არ შეიძლება დაწეროთ რო ბარსამ გადაწყვიტა კვარადონა იყოდოს.ან რეალმა.ან დაწერეთ რო გვარდიოლამ განაცხადა მანჩესტერ სიტის დატოვების შესახებ თუ მან.სიტი კვარადონას არ იყიდის.
Ან დაწერეთ რო გვარდიოლას ისე უნდა კვარადონასთან ახლოს ყოფნა რო გადაწყვიტა ნაპოლი ჩაიბაროს.რამე დაწერეთ კვარადონაზე,სექტამ მოვიწყინეთ
Სანდრო
02 მაისი 2024 12:09
21
კვარაცხელიას რა ჭირს დასაცინი?! მითუმეტეს თქვენ რას წარმოადგენთ ფეხბურთში?!
სანდროს კომბლეს და დანარჩენ ტუტუცებს!
02 მაისი 2024 13:42
5
ამ სასტავისგან უკეთეს სამოქალაქო პოზიციას რატომ ელოდებით, ვიდრე დღეს აქვთ?? კაცი რომ ასე გადმოაგდებს ენას ის კაცი არ არის. ამათ მარტო ენის გამოყოფა და სადღაც შეყოფა იციან.
odala
02 მაისი 2024 11:49
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული