კვარაცხელიას ორშაბათამდე დაველოდოთ... - მატჩები, რომელთაც აღდგომის დღეებში უნდა ვუყუროთ

AutoSharing Option
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ჩვენი ლეგიონერების მატჩები გრძელდება...

პარასკევი

3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", რომელსაც "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის მებრძოლ ექვსეულში შესვლის რეალური შანსები აქვს, "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება. პლეი-ოფებამდე 5 ტურია დარჩენილი, ქართველის გუნდის მთავარი კონკურენტი კი "სანტანდერია".

37 ტურში "ქოჩორამ" ოცჯერ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე გაფრთხილება აქვს...

შაბათი

გერმანიის ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ახლოს "სტ. პაული" და "ჰოლშტეინ კიელი" არიან, პლეი-ოფის მესამე ადგილზე კი  "დიუსელდორფია", რომელიც "ჰამბურგსა" და ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" (განსაკუთრებით) კომფორტულად აღემატება.

32-ე
ტურში ქართველის გუნდი ძალიან მოტივირებულ და გადარჩენისთვის მებრძოლ "ჰანზას" ესტუმრება - 4 მაისს, 15:00 საათზე. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბუდუს ანგარიშზე 10 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

ამ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ჩემპიონშიპს დაასრულებს. გუნდს ერთხანს ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ცხრილის შუაში "გაიჭედა". "ჩაკვეს" თამაშით კმაყოფილი ვართ, მან ინგლისში ბევრი უნარი გაიუმჯობესა, რაც ნაკრებში მის გამოსვლაზეც აისახა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კლევერლი ქართველს დასვენების, ტრავმის სრულად მოშუშებისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ბოლო მეტოქეს, ის "მიდლსბროა" (სტუმრად). 34 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი - ეს გიოს მონაპოვარია.

Sportall.Ge

კვირა

ქვეყნის თასის მოპოვების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" დუბლის შესასრულებლად მიდის და 5 მაისს, ჩვენი დროით 16:30 საათზე, ლიდერები "ჰატბერგს" უმასპინძლებენ. "კიტეს" შედეგი 23 შეხვედრაში 6 შედეგიანი დარტყმა და 5 "ასისტია".

გიორგი მამარდაშვილი გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია. მის "ვალენსიას" ისევ აქვს შანსი, შვიდეულში შევიდეს და 20:30 საათზე "ალავესს" უმასპინძლებენ. კარს დომენეკი დაიცავს. შეგახსენებთ, ქართველი კიპერის შესანიშნავ სეზონს ვხედავთ, 12 "მშრალი" მატჩით.

"მეცი" გიორგი მიქაუტაძის იმედად გადარჩენისთვის იბრძვის. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი 5 მაისს, 21:00 საათზე, "რენს" დაუხვდება. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 4 ტურში გაიტანა (6 გოლი), სულ კი 17 შეხვედრაში 11 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს (ასევე, "აიაქსში" 6 მატჩი).

Sportall.Ge

ორშაბათი

სამწუხაროდ, "ნაპოლი" ევროზონის შვიდეულს მკვეთრად ჩამორჩა, ორშაბათს, 6 მაისს, 22:45 საათზე (ჩვენი დროით) კი სერია "ა"-ს 35-ე ტურს "უდინეზესთან" სტუმრობით დაასრულებს.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის დაპირისპირება სექტემბერში შედგა. ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი გოლი გაიტანა. უდინელებმა "ნაპოლის" ბოლოს 2016 წელს (3:1) მოუგეს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც გონსალო იგუაინი გააძევეს. ისინი ახლა გასავარდნ ზონაში არიან და დიდი მონდომებით ითამაშებენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "კვარას" ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე პასია. შეგახსენებთ, გასულ, საუკეთესო სეზონში, ჩვენებურს 12 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და ათჯერ პარტნიორებს გაატანინა.

altკიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა - "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

altმამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი - "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
Მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო.
Პლეხანოველი-ს
04 მაისი 2024 14:48
2
Დაიმახსოვრეთ და თუ ასე არ იქნება მერე შემახსენეთ-ფაფხურა ვერასოდეს ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს.რამდენიმე მიზეზია ამის და ჩამოთვლას არ დავიწყებ.
Ზუსტად ვიცი ფაფხურას U21 ეთამაშა ყველა თამაშს წავაგებდით. Ევროპაზე გამოჩნდება ფაფხურა რასაც წარმოადგენს-ხელების შლა,მსაჯის მიმართ უკმაყოფილება,ფაფხური,ვითომ თამაშის საკუთარ თავზე აღება-სინამდვილეში ღორობა,მერე ტრამვის სიმულაცია და მამარდა იქნება ყველაზე ძვირადღირებული ქრთველი ფეხბურთელი.თუ ასე არ იქნება და შემახსენეთ.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
04 მაისი 2024 09:03
15
შენ გეტყობა, რომ უკნიდან კვარაცხელიას ჯიშის ბუღა მოგდევს ალბათ და წინასწარ ცდილობ თავის დაცვას!
პლეხანოველი
04 მაისი 2024 13:36
1
ასეთი პატრიოტი ჯერ არ მინახავს რამ გაამწარა შე კაცო რაიყო
გიორგი
04 მაისი 2024 09:47
1
სპორტული გვერდი რომ პოლიტიკურ სისულელეს აქვეყნებთ, აი მაგიტოა რომ ბორდოს თამაში გამოგრჩათ, თქვენ საქმეს მიხედეთ, პოლიტიკას მიხედავს პარლამენტი !!!!!
ქართულ კანონს გავიტანთ ბოლომდე !!!
03 მაისი 2024 21:52
8
ზოგს რა მაგრად აქვს... რასაც წერთ არ გრცხვენიათ მაინც!? ფუუუ... დიდება საქართველოს. წარმატებები ქართველ ბიჭებს.
აკო
03 მაისი 2024 16:35
5
ხომ ვამბობდი! გამართლდა თუ არა! „ბიძინას გადაუწყვეტია კვარა იყიდოს და კოკინაშვილების ეზოში დააბას, რადგან კოკინაშვილების ეზო ბიძინას ფანჯრიდან ყველაზე კარგად ჩანსო“
ხედავთ ხო? ხედავთ რამხელა სიყვარული აქვს ამ კაცს ქვეყნის და ფეხბურთის მიმართ?
დინამო! თინამო! მიშა მიშა მიშააა! კუდრაჭა და შტერო..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03 მაისი 2024 14:40
16
მე მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ, სხვისი მართული ხალხი უნდა დაიტ...ა და მორჩა!
მაგრამ ვინ იზავს ამას? ვის ვანდოთ?
ხვიჩა არა, ალიკომ ჩაიჯუმავა, იქნებ ქვილითაია? მარა მაგი დააკვდება ზედ. აბა ვინ, ვინ გვყავს ჯანიანი მუტრუკი? დავიჯერო მუტრუკები გადაშენდნენ?
კიდევ ერთი პრობლემაა; ჯერ მიშა და მერე ბიძინა, თუ პირიქით?
თქვენ რას იტყვით? იქნებ ჯობია ერთად შევაგდოთ გალიაში და მერე მათ შორის გამარჯვებულთან შევუშვათ მუტრუკი ხუტუ? რას იტყვით? კარგად დაფიქრდით, გალიაში გამარჯვებულის ბედი წყდება!...
კ ო მ ბ ლ ე
03 მაისი 2024 14:34
14
გახსოვთ შარშან მარტის აქციების დროს ხვიჩამ მომიტინგეთა მხარე რომ დაიჭირა?მას შემდეგ 6 თვე საგოლე მოქმედება არ ჰქონია. ახლაც იგივე გაიმეორა და იგივე უიღბლობა დაეწყო მას და ნაპოლის. ამიტომ ყველა კარგად დაფიქრდეს სანამ რამეს იტყვის...
სიმართლე
03 მაისი 2024 12:41
28
სიმართლეს.შენა ცოტა ალავად ხომ არა ხააარ?
555
03 მაისი 2024 16:29
5
თქვენი ფსევდომორალისტი შუბა დავხიე, კომუნიზმის ბებერო გადმონაშთებო. ვის ასწავლით თქვენ ზრდილობას?! ახლა შეგაწუხათ ხომ ენის გადმოგდებებმა? ბუდუ, კაცი ხარ პირველ რიგში და ამ მარაზმატიკების კომენტარს ყურადღება არ მიაქციო. ზოგიერთს შეიძლება მეტი რეგალია ჰქონდეს, მარა კაცი და მოქალაქე თუ არ იქნა, გაირჭოს ის რეგალიები ერთ ადგილას.
მძორებო, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში! თქვენი გულის გასახეთქად :)
ციციკორე
03 მაისი 2024 12:35
20
კომენტარებისთვის მოუცლია ბიჭს, ეგრე იცის სკამის ხეხვამ, ფეხბურთს მიხედოს ბიძია ფეხბურთს!!!
ქართულ კანონს გავიტანთ ბოლომდე !!!
03 მაისი 2024 21:54
2
გენაცვალე ციციკორე.
555
03 მაისი 2024 16:31
5
კი, ხვიჩა ორშაბათს იტყვის - არა ნაცებს! არა მონობას!
კაჭკაჭი
03 მაისი 2024 11:35
14
კაჭკაჭ შე პუტინის მონავ შენა.ჰა, ხომ არ შეგეშინდა პატარა ბიჭების და გოგონების ?
555
03 მაისი 2024 16:36
8
შემაჯავრეს ფეღბურთი ამ ქართველმა ფეღბურტელებმა. ჩემი დუხი აღარ იქნება აწი სტადიონებზე
zura222
03 მაისი 2024 10:59
24
ფეღბურთი არა სპორცმენი კიდე შე ტუტუცო
ხვიჩა
03 მაისი 2024 12:12
4
ქოცების სექტანტო რატო ვერ იტან სექტის წევრები რომ არ არიან?
რონი
03 მაისი 2024 11:34
13
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული