"ლევანს მამაჩემთან საერთოდ არ ულაპარაკია, სალუქვაძე სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე... იძახდა მორჩა მაგის ფეხბურთიო" - რას ამბობს ჩაკვეტაძე "ბაიერნში" არშემდგარ ტრანსფერზე?

AutoSharing Option
Geo Team-თან ინტერვიუში "უოტფორდის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა წარსულში "ბაიერნში" არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, ამის შესახებ თავდაპირველად ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე საუბრობდა და ამბობდა, რომ ჩაკვეტაძის მამა მისი შვილის "ბაიერნში" ტრანსფერს იმიტომ არ მიესალმებოდა, რომ მიუნხენურ კლუბში ვერ განვითარდებოდა და საბოლოოდ არჩევანი "გენტზე" გაკეთდა, რაც ლევანის თქმით, დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

"იქიდან დავიწყოთ, რომ მამაჩემს მსგავსი რამ არ უთქვამს. "ბაიერნში" ვერ განვითარდებიო რომ თქვა, გიჟი უნდა იყო. ჯერ საერთოდ არც ულაპარაკია ლევანთან მამაჩემს. მგონი თქვა კიდეც შევხვდიო
თუ რაღაც ეგეთი იყო, მგონი, არ ვიცი.

სალუქვაძის რამდენიმე ინტერვიუ მეც ვნახე, სულ ისე ცივად ლაპარაკობდა ჩემზე, ბოლოს ვნახე სლოვაკეთში რომ ვიყავი, იძახდა, მორჩა მაგის ფეხბურთიო.

"ბაიერნს" რაც შეეხება, ფიზიკურად ვერ წავიდოდი, რადგან უკვე წინასწარ მქონდა გაფორმებული "გენტთან" კონტრაქტი. ის დრო რომ დავაბრუნოთ, ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი და ისევ "გენტში" წავიდოდი, იმიტომ, რომ უფრო მეტი შანსი იყო "გენტში" მეთამაშა, ვიდრე იმ მომენტში "ბაიერნში". ალბათ, მოხდებოდა ისე, რომ წავიდოდი "ბაიერნში" და გამიშვებდნენ სადმე განათხოვრებით, სავარაუდოდ ეგრე იქნებოდა. ბელგიაში რომ ტრავმა არ მიმეღო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა", - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

alt"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

alt"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩაკვეტებაც ასეთი უნდა...
რას მიეკვეტ მოეკვეტები
18:19 05-05-2024
0
ჩაკვე მგონი ცოტა ვერ ხარ მეგობარო ჯერ იძახი რო არ ულაპარაკია მამაჩემთანო მერე იძახი მგონი შეხვდაო.მერე იძახი როგორ შეიძლება ბაიერნიში ვერ განთვითარდეო და უცებ იმას აყოლებ გამანათხოვრებდნენ და სხვაგან გენტში წასვლა მირჩევნოდაო. Მეტი კი არაფერი უთქვამს შე დალოცვილო ლევანს პატარა ბავშვივით რო იბუტები
ქართველი
10:36 05-05-2024
11

სიახლეები პოპულარული