გაირკვა, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც "უდინეზესთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია არ არის.

კვარაცხელიამ 3 მაისს, ვარჯიშზე, მარცხენა ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება მიიღო, გუშინ სპორტულ დარბაზში ტრენაჟორებზე დაიტვირთა, სათამაშოდ მზად არ არის და გუნდს უდინეში არ გაჰყვა.

"ნაპოლის" აგრეთვე პიოტრ ზელინსკი და ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარებიან, რომელმაც მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ჟუან ჟეზუსმა და მატეო პოლიტანომ.

Areanapoli-ს ცნობით, "ნაპოლი" თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა,
კაიუსტე, ნგონჟი, პოლიტანო, ოსიმენი.

მატჩი "დაჩია არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ე.ი. შეიყვანა ლაურენტისმა გასაყიდთა სიაში. ძალიანაც კარგი.
ჯარჯი
06 მაისი 2024 08:15
8
ფრთხილად ხვიჩა! ხომ იცი 18ში შენი იმედი გვაქვს
დავით 67
06 მაისი 2024 03:15
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული