Calciomercato: "ინტერი" მამარდაშვილის შეძენას ამ ფასად შეძლებს

AutoSharing Option
"ინტერი" "ვალენსიას" ორი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილისა და კრისტიან მოსკერას დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ღამურების" ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, "ვალენსია" მზადაა "მამარდას" სანაცვლოდ ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.

"ნერაძური" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას მოუთმენლად ელოდება. "ინტერი" თავდაპირველად პიოტრ ზელინსკისა და მეჰდი ტარემის უფასოდ დაიმატებს. თუმცა ბეპე მაროტას ორი ფეხბურთელის დამატება "ვალენსიადანაც" სურს.

მილანელები "ღამურების" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილისა და ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, კრისტიან მოსკერას დამატებითაც ინტერესდებიან. მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ
ევროს, ხოლო მოსკერასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. 

მიუხედავად ამისა, "ვალენსია" მზადაა ორივე მოთამაშის სანაცვლოდ დათმობაზე წავიდეს და მამარდაშვილი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო მოსკერა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ინტერში" აღმოჩნდნენ", - წერს გამოცემა.

altმამარდაშვილის შემცვლელმა თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - "ვალენსია" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

altTodofichajes: პსჟ მზადაა, მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადოს

altმამარდაშვილი "ატლეტიკოში" ობლაკის შეცვლის მთავარი კანდიდატია

მკითხველის კომენტარები / 9 /

მამარდას აკვირდებიან ატლეტიკო, ინტერი, ნიუკასლი, მილანი, მანჩესტერი, რეალი, რივერ პლეიტი და ფლამენგო!!!
ჯორჯო ბიძია
07 მაისი 2024 22:05
3
შეცდომაა .35მლნ მისი გამოსასყიდი თანხა
დავით 67
07 მაისი 2024 17:50
4
მამარდა 100 მილიონი ევრო?! ეს სად წაიკითხეთ (კარგს იზამთ თუ წყაროს მიუთითებთ), ასეთი მაღალი ფასი, ბევრ ცნობილ ვარსკლავს და ძლიერ თავდასხმელს არა აქვს, არა თუ მეკარეს! ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორ ინფორმაციას აწვდით მკითხველს ან ეს სტატია ჟურნალისტმა კი არა მისმა სტაჟიორომა დაწერა...
MARADONA
07 მაისი 2024 17:13
4
სწორედაც რომ მაგაშია საქმე! ჩვენი ეროვნული კლუბებიდან როდესაც მიდიან მოთამაშეები ევროპულ გრანდში, სარგებლობენ რა იმით, რომ ბიჭებს არავინ იცნობს და არც მსურველების რიგი უდგათ, ამ კლუბების მესვეურთ ისინი მაქსიმალურად კაბალურ კონტრაქტებზე ყავთ, რაც მათ ლავირების უკიდეგანო საშუალებას უტოვებს. ამას ემატება ფეხბურთელთა აგენტების გამოუცდელობაც, ხოლო რიგ შემთხვევებში უნიათობა (ჯუღელი გამოდგება მაგალითად), ასე ვიღებთ 100 მილიონ ევროს, მამარდაშვილის შემთხვევაში გამოსასყიდ თანხად, ხოლო კვარაცხელიას კონტრაქტში ჯუღელის "დამსახურებით" აღნიშნული პუნქტის საერთოდ არ არსებობას.
pablo
13 მაისი 2024 11:40
0
კი მართალია მეგობარო კლუბი ფეხბურთელს რო ყიდულობს მასთან კონტრაქტს დებს, ანუ ჩვენი ენით რომ გითხრა ნებისმიერ ფეხბურთელს ნებისმიერი კლუბიდან შეუძლია დაუკითხავად წავიდეს და სხვა კლუბში ითამაშოს, ასეთ შემთხვევაში კლუბები თავს იზღვევენ და კონტრაკტში გაწერილიაქვთ არანორმალური თანხა, იმდენი რო არღირს ის კონკრეტული ფეხბურთელი ( მაგალითად მესის ბოლო კონტრაქტი ბარსასთან გამოსასყიდად 1 მილიარდი იყო რომელსაც ვერც მაშინ და ვერც ეხლა ვერავიში გადაიხდის)
გიო
07 მაისი 2024 20:33
0
ყველა გამოხმაურება
ძალიან გადაჭარბებულია ეს ფასი მეკარის კვალობაზე
geo
07 მაისი 2024 16:10
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული