მუდრიკი შეიძლება "ნაპოლის" შეტევაში კვარაცხელიას პარტნიორი გახდეს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მალე დატოვებს "ნაპოლის". ნიგერიელის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი ევროა და მისი სამსახურით პსჟ და "ჩელსი" არიან დაინტერესებული.

Teamtalk-ის მტკიცებით, ლონდონურ კლუბს ძალიან უნდა ოსიმენის ხელში ჩაგდება, მაგრამ ფასი ეძვირება და არაა გამორიცხული, ტრანსფერის განსახორციელებლად "ნაპოლის" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

საუბარია ოსიმენის და შემტევი ნახევარმცველის, მიხაილ მუდრიკის ბარტერზე. რა თქმა უნდა, ვიქტორის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მუდრიკის და სავარაუდოდ, "ჩელსი" მზადაა გარკვეული თანხაც გადაიხადოს, რომლის ოდენობას გამოცემა არ აზუსტებს.

ასე რომ, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ სეზონში შეტევაში ახალი პარტნიორი
ჰყავდეს. 23 წლის უკრაინელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ახალი სისულელეე ჯერ ერთი ორივე მარცხენა შემტევია ანუ კვარას ადგილზე უნდა აიყვანონ ? ისე ნაპოლიდან ისეთი ამბები ისმის რომ კვარაც მიყვება ოსიმენს და ორივენი წავლენ და ამ შემთხვევისთვის თუ ჩამოაგდეს ეს ახალი ჩორტი და მაგ "100 მილიონად ღირებულ" მუდრიკს ძერბინი ჯობია მე თუ მკითხავთ და კვარას წასვლის შემთხვევაში ძერბინს დააბრუნებენ იჯარიდან ! თანაც რასპადორიც ყავთ და რასპადორი კი ორივესჯობია მუდრიკსაც და ძერბინსაც !
zura222
15:48 08-05-2024
0
რატომ და ვინ ჩააგონა ამ ბიჭს , რომ ასეთი სახით შეიძლება უკეთესი იმიჯი შეექმნას ? გაცილებით თბილი და მეტყველი ღიმილი და სახე ქონდა , დამიჯეროს ან გადახედოს მსოფლიო ვარსკვლავების სახეებს,
ანდრო
11:14 08-05-2024
10

სიახლეები პოპულარული