"ლიგა 1-ის საუკეთესო თავდამსხმელით "ატლეტიკო" დაინტერესდა" - რობინ ბეირნერი

AutoSharing Option
ჟურნალისტი რობინ ბეირნერი თავის "ტვიტერზე" წერს, რომ "მეცის" ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სამსახურით "ატლეტიკო" დაინტერესდა:

"ესპანური მედიის ცნობით, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მადრიდის "ატლეტიკოს" სურს. მიქაუტაძეს ამსტერდამულ კლუბში საშინელი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "მეცში" იჯარის წესით დაბრუნდა, ალბათ, ლიგა 1-ის საუკეთესო ფორვარდი გახდა".

მიქაუტაძემ ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგი "აიაქსთან" გრძელვადიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, თუმცა, როგორც ჩანს, კარიერას ნიდერლანდურ გუნდში არ გააგრძელებს.

რობინ ბეირნერი საფეხბურთო მიმომხილველია, რომელიც 2006 წლიდან ძირითადად ფრანგულ და შოტლანდიურ ტრანსფერებზე ავრცელებს ინფორმაციებს, თანამშრომლობს Goal-თან, Guardian-თან, Athletic-თან, FootballTransfers-თან, BBC-თან და talkSPORT-თან. მან პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ლეო მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლაზე, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა კილიან მბაპეს და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მუშაობდა. ის ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ინგლისურენოვან ექსპერტად ითვლება.

გიორგი მიქაუტაძე,მეცი,მადრიდის ატლეტიკო,რობინ ბეირნერი

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან მაგარი ფორვარდია!!! ატლეტიკო?? აი სიმეონეს თუ მოსწონს და ის იქნება ინიციატორი ტრანსფერის...წესით მაგარი შედეგს დადებს..იმედია ხვიჩა იპოვის თავის ფორმას სანაკრებოდ ასეთი ბიჭებით კარგი შედეგი უნდა გვქონდეს წესით!
მირო
13 მაისი 2024 04:43
0
მე პირადად ყველა კარგი ქართველი და უცხოელი ფეხბურთელი მხოლოდ ბარსა-ლივერპული და კიდევ მილანი-სიტისთვის მემეტება. მაგრამ ატლეტიკო ძალიან მესიმპატიურება და ძალიან გამიხარდებოდა თუ ჩვენი ჟორჟი და განსაკუთრებით მამარდა ამ გუნდში გადავა და არა პსჟ-ჩელსიში და მითუმეტეს რეალში...
MARADONA
13 მაისი 2024 03:48
0
მართალია, ძალიან კარგი კლუბია ატლეტიკო. მამარდაშვილიც და მიქაუტაძეც კარგად მოერგებიან.
მერაბი
15 მაისი 2024 10:02
0
დაიწყებენ ახლა არაა მასეთი დონის, ერთი საშუალო ფეხბურთელია და მსგავს შეფასებებს მიქაუტაძეზე ჩვენებური ფეხბურთის სექსპერტები, ისე, როგორც ხვიძაზე იძახდნენ რუბინიდან ევროპაში ეასვლაზე რომ დაიწყო საუბრები, მარა ხომ ჩათხარა პირში ყველას, ასე იზამს ჟორჟიკაც! უბრალოდ საკვირველია რატომ უჭირს ამ ნაროდს ბიჭებისთვის წარმატების მილოცვა და სურვება, მათი რა მიდის არ მესმის! ეტყობა ბოღმით თუ რაღაც ფეკალური მასით სავსეები იბადებიან ასეთი ნაროდი და სადღაც ხომ უნდა გახარჯონ ეს მარაგები ბლიად! ხოდა ხარჯავენ აგერ თავისიანებზე, სხვისთვის არ ემეტებათ...
გგგ
13 მაისი 2024 01:55
0
გრიზმანი 10 -იანზე და წინ მორატა-მიქაუტაძის დუეტი, იფ!
შაკო
10 მაისი 2024 00:21
0
ზღაპარია.
მიქაუტაძე ეგეთი დონის არაა.
სადაცაა დაეტიოს.
გენა
10 მაისი 2024 00:00
74
გენა, დააყენე შენა!
ბიჯოოო
10 მაისი 2024 01:32
0
ბარემ მამარდაც და ეგაა!
pablo
09 მაისი 2024 21:54
2
ბასილაშვილმა მართლა წააგო?
სოსო
09 მაისი 2024 21:32
7
სამწუხაროდ 6:4, 1:6, 1:6
ვაჟა მასწავლებელი
09 მაისი 2024 22:15
1
ატლეტიკოს კონტრშეტევებს დააკვდება ჟორჟი.. აუ ძაააან მაგარი იქნებააააა
ilar10N YouTube
09 მაისი 2024 18:38
1

სიახლეები პოპულარული