პსჟ კვარაცხელიას გარდა სერია A-ს კიდევ ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
კილიან მბაპემ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "რეალში" გადადის, პსჟ-ს მისი წასვლის შემდეგ ხელფასის, გადასახადებისა და სადაზღვევო პრემიების გათვალისწინებით 225 მილიონი ევრო დაეზოგება და ამ თანხას ფეხბურთელების შესაძენად დახარჯავს.

Calciomercato-ს ცნობით, პარიზული კლუბი სერია A-დან ხუთი მოთამაშის დამატებას აპირებს: ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა (სამივე ნაპოლი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და რაფაელ ლეაო (მილანი). რა თქმა უნდა, ხუთივეს შესაძენად 225 მილიონი საკმარისი არ იქნება, მაგრამ "პარი სენ ჟერმენისთვის" ფული პრობლემას არ წარმოადგენს.

გამოცემა წერს, რომ პსჟ კვარაცხელიაში აურელიო დე ლაურენტისს 80
მილიონს შესთავაზებს, ქართველისთვის პარიზულ კლუბში გადასვლა ფინანსურად მომგებიანია, ვინაიდან "ნაპოლიმ" წლიური 1.5-მილიონიანი ხელფასი არა და არ გაუზარდა.

აღნიშნულია, რომ ტრანფერების განხორციელებას შეიძლება ხელი კლუბების პრეზიდენტების - დე ლაურენტისის და ნასერ ელ ჰელაიფის კარგმა და საქმიანმა ურთიერთობამ შეუწყოს, რამეთუ ადრე "ნაპოლიდან" პსჟ-ში ედინსონ კავანი, ესეკილ ლავესი და ფაბიან რუისი გადაბარგდნენ და ნეაპოლურმა კლუბმა გვარიანად იხეირა.

altმიწისძვრა, "კვარას" სატრანსფერო ბომბი, ქაოსი და იმედი ნეაპოლში

altLe Parisien: პსჟ-სთან კვარაცხელიას აგენტის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს

altრატომ არ ჩაუგდია სეზონი კვარაცხელიას და როგორ იბრძვის საუკეთესოობისთვის - ქართულ-ნიგერიულ კომბინაციას ველით...

alt"პარი სენ ჟერმენი" კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, ქართველი ტრანსფერს მიესალმება" - RMC Sport-ი მოლაპარაკებების დეტალებზე წერს


მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩა, წადი ნაპოლიდან, ლაურენტისასგან უნდა წახვიდე
ხათუნა
17 მაისი 2024 12:32
0
ჭორებს აყოლილი სპორტული ჟურნალისტები გყავთ თქვენ. სირცხვილია, უბრალოდ, ამდენი გამოგონილი ყვითელი ინფორმაციების ბეჭდვა.
gio
11 მაისი 2024 15:58
4
ბენზოგასამართი სადგური ვერასდროს ლიგას ვერ მოიგებს. ერთმა გაცისკრა შარშან და ევროპული ფეხბურთი მაგ სირცხვილს ვერ ჩამოიწმენდს.
ფეხბურთში,ფულის ტომრების დრო უნდა წავიდეს!
ციციკორე
11 მაისი 2024 13:08
6
მარტო ფეხბურთში და მარტო ევროპაში ?
? ? ?
11 მაისი 2024 21:41
0
ასევე მსაჯრიდების დროც.
123
11 მაისი 2024 13:37
3
რა ვიცი პსჟეს, როგორც გუნდს "ფერმერების გუნდს" ეძახოდით უმრავლესობა და დღეს რა შეიცვალა, რო მოგწონთ? რახან "კვარა გადადის" მაგიტომ???!!!
ორმაგი სტანდარტების ავტორებს!
11 მაისი 2024 12:22
6
სწორედ დაწერეთ ხოლმე სტატიები თორემ ჩვეულებრივ ჭორებს გავს და სურვილი მეკარგება ესეთი ჭორების წასაკითხად შემოსვლა ამ საიტზე,,ეს ფეხბურთელები ვინც ჩამოთვალეთ პსჟ სატრანსფერო შორტ-ლისტში არიან თუმცა რიგითობის მიხედვით და თქვენი პროფესიონალიზმი იქ გამოჩნდებოდა სწორედ თუ გაუკეთებდით ამ რიგითობას ანალიზს,,მაგალითად პსჟ ფორვარდის პოზიციაზე აპირებს გაძლიერებას თუმცა ოსიმენსაც და ლაუტაროსაც ორივეს ვერ და არც იყიდის,იგივეა მარცხენა ვინგერზე გუნდს ჭირდება გაძლიერება თუმცა კვარასაც და ლეაოსაც ორივეს ერთად არ იყიდიან და თავად ფეხბურთელებიც არ დათანხმდებიან ესეთ ტრანსფერებს,,ან კვარას იყიდიან ან ლეაუს პლიუს ბარკოლაც ყავთ,,ფორვარდად კიდე ოსიმენი ლაუტაროდან რომელიმეს,ეს კარგ შემთხვევაში თორე შეიძლება ვერც კვარა იყიდონ და ვერც ლეაო და სხვაზე გადაერთონ ვინუჟდენი
gel-100
11 მაისი 2024 12:01
2
ან ლეაუ უნდა იყიდონ ან კვარა.
zuka.kupra
11 მაისი 2024 11:20
2
პსჟ უფრო მალე მოიგებს ლიგას ვიდრე ნაპოლი.
123
11 მაისი 2024 10:22
1
ნაპოლი ვერ მოიგებს ლიგას ვერასოდეს, ნუ ამ საუკუნეში მინიმუმ ვერ
სიმართლე
11 მაისი 2024 11:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული