მატჩის დღე! სატრანსფერო ჭორ-მართალი კვარაცხელია/ოსიმენის ირგვლივ და შედეგიანობის მოლოდინი

AutoSharing Option
თუკი გასული წლის 7 მაისს "ნაპოლიმ" ისტორიაში მესამე სკუდეტო იზეიმა, ახლა გუნდს საუკეთესო შვიდეულში შესვლა უჭირს. სერია "ა"-ს 36-ე ტურში ნეაპოლელები, რომელთაც "იუვენტუსთან" (2:1) მოგების შემდეგ, 9 მატჩში ("ბარსელონას" ჩათვლით) მხოლოდ ერთი გამარჯვება ("მონცასთან" 4:2) და 5 ფრე აქვთ (ბოლო 4 შეხვედრაში სამჯერ), მეოთხეადგილოსან "ბოლონიას" უმასპინძლებენ. "სტადიო მარადონაზე" გუნდები დღეს, 11 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ითამაშებენ.

"ნაპოლი" კონფერენს ლიგას თუ შეწვდება...

Sportall.Ge

მნიშვნელივანია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ იბრძვის, საუკეთესო იყოს, ამჯერად სეზონის საშუალო შეფასების მიხედვით. WhoScored-ის რეიტინგში ქართველი ლიდერ ლაუტარო
მარტინესს მცირედით ჩამორჩება. არსებობს მონაცემები, სადაც "კვარა" გასულ სეზონზე უკეთესია - კარისკენ დარტყმა, წარმატებული დრიბლინგი, მნიშვნელოვანი პასები თუ მასზე დაჯარიმება. ჩვენებურს წელს 10 გოლი აქვს (შარშან - 12) და 6 შედეგიანი პასი (გასულ სეზონში - 10). ყველაფერი მარტივ რამეზე მიუთითებს - გუნდის შედეგების ფონზე და მის მიერ აწეული თამასიდან გამომდინარე, ისე ჩანს, ხვიჩამ სეზონი ჩააგდო, არადა, ეს მის გარდა გუნდში ყველაზე შეიძლება ვთქვათ!..

რაც შეეხება მომავალ მატჩს, "ნაპოლის" "ბოლონიასთან" არ უჭირს, 34 შეხვედრიდან 20 მოუგო და ყველაზე მეტი გაუტანა - 194. პირველი წრის დაპირისპირებაში ნულოვანი ფრე იყო. ტიაგო მოტას ბიჭებისთვის 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი ვიქტორ ოსიმენს. საჩემპიონო სეზონში ქართულ-ნიგერიული კარგი საგოლე კომბინაცია ვნახეთ. ახლა მათ ირგვლივ სატრანსფერო ჭორ-მართალია, მაგრამ იმავეს ახლაც ველით.

"ნაპოლის" დარჩენილი მატჩები

Sportall.Ge

რასპადორი და ზელინსკი ტრავმის გამო არ იქნებიან, კვარაცხელია კი ბრუნდება. მატჩს 40 წლის ლუკა პაირეტო განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს წელს ორჯერ მოემსახურა და მათთვის წარუმატებლად (1:1 "კალიარისთან" და 0:3 "ატალანტასთან").

კვირას (17:00 სთ) უმოტივაციო "ტორინო" "ვერონას" ესტუმრება, სადაც საბა საზონოვის გამოჩენას ელიან; "ვალენსიასა" და დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი მამარდაშვილის ევროტურნირებზე გასვლის შანსები, ფაქტობრივად, დაიკარგა, "რაიო ვალეკანოს" კი კვირას (20:30 სთ) უმასპინძლებენ; ბოლოსწინა ტურში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" "სტრასბურგს" ესტუმრება (კვირას, 23:00 საათზე), მაგრამ "ლე ავრის" გამარჯვების ფონზე რა გადაარჩენს, რთული სათქმელია.

altერთი წლის წინ - ხვიჩამ დაჩაგრულ სამხრეთში დიდება დააბრუნა - მთავარი ჩემპიონის სულის შენარჩუნებაა!..

alt"პარი სენ ჟერმენი" კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, ქართველი ტრანსფერს მიესალმება" - RMC Sport-ი მოლაპარაკებების დეტალებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე ჩვენები შედეგებს ვერსად ვერ გააუმჯობესებენ და ეხლა ყველაზე მთავარია ტრავმა არ მიიღოს არავინ.ყველაზე მეტად ამის მეშინია,არ დაგვიზიანდეს რომელიმე.ცოტა თავი შეინახონ და ბოლომდე არ დაიხარჯონ.ევროპის ჩრმპიონატია ეხლა ყველაზე მთავარი მათთვისაც და საქართველოსთვისაც.
მირო
14:51 10-05-2024
6

სიახლეები პოპულარული