კილიან მბაპემ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "რეალში" გადადის, პსჟ-ს მისი წასვლის შემდეგ ხელფასის, გადასახადებისა და სადაზღვევო პრემიების გათვალისწინებით 225 მილიონი ევრო დაეზოგება და ამ თანხას ფეხბურთელების შესაძენად დახარჯავს.
Calciomercato-ს ცნობით, პარიზული კლუბი სერია A-დან ხუთი მოთამაშის დამატებას აპირებს: ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა (სამივე ნაპოლი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და რაფაელ ლეაო (მილანი). რა თქმა უნდა, ხუთივეს შესაძენად 225 მილიონი საკმარისი არ იქნება, მაგრამ "პარი სენ ჟერმენისთვის" ფული პრობლემას არ წარმოადგენს.
გამოცემა წერს, რომ პსჟ კვარაცხელიაში აურელიო დე ლაურენტისს 80
მილიონს შესთავაზებს, ქართველისთვის პარიზულ კლუბში გადასვლა ფინანსურად მომგებიანია, ვინაიდან "ნაპოლიმ" წლიური 1.5-მილიონიანი ხელფასი არა და არ გაუზარდა.
აღნიშნულია, რომ ტრანფერების განხორციელებას შეიძლება ხელი კლუბების პრეზიდენტების - დე ლაურენტისის და ნასერ ელ ჰელაიფის კარგმა და საქმიანმა ურთიერთობამ შეუწყოს, რამეთუ ადრე "ნაპოლიდან" პსჟ-ში ედინსონ კავანი, ესეკილ ლავესი და ფაბიან რუისი გადაბარგდნენ და ნეაპოლურმა კლუბმა გვარიანად იხეირა.
მიწისძვრა, "კვარას" სატრანსფერო ბომბი, ქაოსი და იმედი ნეაპოლში
Le Parisien: პსჟ-სთან კვარაცხელიას აგენტის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს
ფეხბურთში,ფულის ტომრების დრო უნდა წავიდეს!