სერია A-ს 36-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ბოლონიასთან“ 0:2 მარცხდება.
დებიუტში მერეტის კარი თავურით ნდოიემ და პოშმა დალაშქრეს და სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, საჯარიმოში ოსიმენი წააქციეს, მაგრამ პოლიტანოს პენალტი მეკარე რავალიამ არ გაატანინა. შემდეგ კვარაცხელია პოშმა წააქცია, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად არ მიიჩნია და პროტესტის ემოციურად გამოხატვისათვის ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა. ბოლონიელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში
(12)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)
ნაპოლი - ბოლონია
გოლები: 0:1 ნდოიე (9), 0:2 პოში
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (22, ნაპოლი)