საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა:
"კონტროლი დავკარგეთ. მსგავსი რამ წინა ტურში "რენთანაც" მოხდა. ვფიქრობ, ქულის აღება მაინც შეგვეძლო, ეს კი უმაღლეს ლიგაში დარჩენაში ძალიან დაგვეხმარებოდა. თუმცა დღეს ასეთ სიტუაციაში ვართ", - განაცხადა მიქაუტაძემ.
"მეცი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილს იკავებს. ბოლონის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ტურში "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს.
მიქაუტაძემ ჩემპიონატში მე-19 მატჩი ჩაატარა, გიორგის ანგარიშზე 13 გატანილი
შეუჩერებელმა მიქაუტაძემ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - "მეცმა" წაგება მაინც მოახერხა [VIDEO]