გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ

AutoSharing Option
football24 წერს, რომ მოსკოვის "დინამო" რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მწვრთნელი მარცელ ლიჩკა შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, ზაფხულში გუნდი გადახალისებას საჭიროებს, ექვს ფეხბურთელს და მათ შორის 21 წლის ლუკა გაგნიძეს დაემშვიდობება, რომელსაც თამაში არ უწევს:

"დიდი ტალანტი საქართველოდან. "დინამომ" ლუკა 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ნახევარმცველმა სამშობლოში სატრანსფერო გაყიდვათა რეკორდი გაიმეორა. გაგნიძე "თეთრ-ლურჯების" მესაჭეთა გეგმებში ნამდვილად არ შედის. თუკი ამ სეზონში მან რუსეთის თასზე 381 წუთი ითამაშა, რუსეთის პრემიერლიგაზე მოკრძალებული 195 წუთი იასპარეზა.

ლუკა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ საკმაოდ აქვს სუსტი წერტილები. დაცვაში პროგნოზირებადია.
არ ეხერხება თავისუფალი ზონების სათანადოდ დაკეტვა. "დინამოში" მოედნის ცენტრში სერიოზული კონკურენციაა. პოზიციაზე პრეტენდენტები ფომინი, ჩავესი, უნივერსალური ლასკალტი და კარასკალი არიან. მათ ფონზე ქართველი უფერულად გამოიყურება.

გაგნიძეს "დინამოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. სკამზე ჯდომასა და პოტენციალის გაფლანგვას აზრი არ აქვს. აქ ორი ვარიანტია - ან იჯარით უფრო მოკრძალებულ კლუბში წავიდეს, რომელიც წამყვან რვა გუნდს შორის არ არის, ან საერთოდ დატოვოს "დინამოს" კოლექტივი. გულშემატკივრებს გული არ დასწყდებათ. პირიქით, შეიძლება ისიც კი გაუხსენონ, 2022 წელს ქართველმა როგორ შეაჩერა მოსკოველებთან კონტრაქტი და "რაკუვში" გაემგზავრა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ტვინი არა აქ ტიპს ისეთი რაღაცეები აკეთა და ისეთი კომენტარები აკეთა. ჯერ რუსეთში წასვლა და მოსკოვის დინამო დიდი გუნდიაო თითქოს დიდ ნათელ მომავალზე იბაზრა. მერე, ჯერ ფიფას წესით ისარგებლა რუსეთს "უღალატა" სადღაც წავიდა და მერე ისევ თავისი ფეხით დაბრუნდა. გველეშაპის ხახაში როგორც უპატრონო წიწილა, ეგონა დაუფასებდნენ უკან დაბრუნებას მაგრამ არა არ აპატიეს ის გაქცევა
6
არ დაგიფასეს რუსებმა ერთგულება ხო??ასე იციან მაგათმა!!
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული