გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ

AutoSharing Option
football24 წერს, რომ მოსკოვის "დინამო" რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მწვრთნელი მარცელ ლიჩკა შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, ზაფხულში გუნდი გადახალისებას საჭიროებს, ექვს ფეხბურთელს და მათ შორის 21 წლის ლუკა გაგნიძეს დაემშვიდობება, რომელსაც თამაში არ უწევს:

"დიდი ტალანტი საქართველოდან. "დინამომ" ლუკა 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ნახევარმცველმა სამშობლოში სატრანსფერო გაყიდვათა რეკორდი გაიმეორა. გაგნიძე "თეთრ-ლურჯების" მესაჭეთა გეგმებში ნამდვილად არ შედის. თუკი ამ სეზონში მან რუსეთის თასზე 381 წუთი ითამაშა, რუსეთის პრემიერლიგაზე მოკრძალებული 195 წუთი იასპარეზა.

ლუკა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ საკმაოდ აქვს სუსტი წერტილები. დაცვაში პროგნოზირებადია.
არ ეხერხება თავისუფალი ზონების სათანადოდ დაკეტვა. "დინამოში" მოედნის ცენტრში სერიოზული კონკურენციაა. პოზიციაზე პრეტენდენტები ფომინი, ჩავესი, უნივერსალური ლასკალტი და კარასკალი არიან. მათ ფონზე ქართველი უფერულად გამოიყურება.

გაგნიძეს "დინამოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. სკამზე ჯდომასა და პოტენციალის გაფლანგვას აზრი არ აქვს. აქ ორი ვარიანტია - ან იჯარით უფრო მოკრძალებულ კლუბში წავიდეს, რომელიც წამყვან რვა გუნდს შორის არ არის, ან საერთოდ დატოვოს "დინამოს" კოლექტივი. გულშემატკივრებს გული არ დასწყდებათ. პირიქით, შეიძლება ისიც კი გაუხსენონ, 2022 წელს ქართველმა როგორ შეაჩერა მოსკოველებთან კონტრაქტი და "რაკუვში" გაემგზავრა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
რუსეთი გავსებულია აფხაზეთიდან ლტოლვილებით,ისინიც საშოვარზე არიან წასული,ამ 21 წლის ბიჭს რომ მიადექით.ქართველს,ქართველზე მეტი მტერი არ ყავს,ვგესლოთ ერთმანეთი და ათასი რჯულის გაურკვეველი სქესის ხალხის დაკრულზე ვიცეკვოთ,იმიტომაც მთელი ისტორიის მანძილზე სულ 2 საუკუნე გვქონდა ოქროს ხანა.
გურულო
16 მაისი 2024 21:12
1
ლუკას ნიკა გაგნიძე ჯობია პოტენციალით. ვერც პოლონეთში ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც რუსეთში.ფიზიკურადაც სუსტია.შარშადელი ახალგაზრდული ევროპაც ჩააგდო და სხვების ფონზე ერთ-ერთი სუსტი იყო ჩვენს ნაკრებში თამაშის ხარისხით.ჯობია დაბრუნდეს საქართველოში და ევროტურნირზე მონაწილე რომელიმე კლუბს დაეხმაროს,თუნდაც მის მშობლიურ დინამო თბილისს.
მეზღვაური
16 მაისი 2024 19:11
0
ბათუმმა უნდა წაიყვანოს, გაძლიერება ნამდვილად რომ სჭირდება!
მერაბი
16 მაისი 2024 16:14
1
წინასწარ ვიცოდი,რომ ასე დამთავრდებოდა შენი რუსული კარიერა,რუსეთის ქება-დიდებამაც არ გიშველა!!
!!
16 მაისი 2024 15:12
6
ღირსი ხარ!!
*
16 მაისი 2024 12:36
6
თუ სიმართლეა ამ ბიჭის თამაში თავიდანვე ვერ გავიგე, გოლი არ იცის და არც საგოლე პასი, მაშინ გატუზო უნდა იყო და ყრნიდე იმათ შეტევებს, მაგრამ არც ეგ არის და რას აკეთებს მაშინ???
Givi
16 მაისი 2024 11:56
4
ზაზა ჯანაშია ბევრს, რომ ახურებდი,ახლა ხო გამოჩნდა სვანაძე მართალი??!!
ირაკლი
16 მაისი 2024 03:20
4
მერე დატრიალდნენ რუსების მეხოტბეები,ჯანაშია,ასათიანი,დემეტრაძე,რევიშვილი,სულაქველიძე,ჯუღელი,მეტრეველი,კანდელაკი,პავლიაშვილი,გადაურჩინონ რუსული კარიერა ეგ გაუჭირდათ??!!
!!!
16 მაისი 2024 03:14
8
არ დაგიფასეს რუსებმა ერთგულება ხო??ასე იციან მაგათმა!!
..
15 მაისი 2024 23:08
9
ტვინი არა აქ ტიპს ისეთი რაღაცეები აკეთა და ისეთი კომენტარები აკეთა. ჯერ რუსეთში წასვლა და მოსკოვის დინამო დიდი გუნდიაო თითქოს დიდ ნათელ მომავალზე იბაზრა. მერე, ჯერ ფიფას წესით ისარგებლა რუსეთს "უღალატა" სადღაც წავიდა და მერე ისევ თავისი ფეხით დაბრუნდა. გველეშაპის ხახაში როგორც უპატრონო წიწილა, ეგონა დაუფასებდნენ უკან დაბრუნებას მაგრამ არა არ აპატიეს ის გაქცევა
Nu.
15 მაისი 2024 20:42
6
ბიჭი რაკუვში წავიდა,ეგონა ევროპისაკენ გზა გამეხსნაო,მაგრამ მოედანზე გაშვება არ აღირსეს და იძულებული გახდა,უკან დაბრუნებულიყო.მისი რეგრესი,საქართველოს ნაკრებში თამაშის დროსაც იგრძნობოდა.სათამაშო პრაქტიკის გარეშე,უკეთესი ვერ გახდები.აშკარაა,რომ ლუკას კარგი აგენტი არ ჰყავს,რადგან ყველა კონტრაქტი,მისთვის არასასურველი შინაარსისა იყო.დინამოს აღმასვლა აქვს,მას კი,დაღმასვლა და სავარაუდოდ,მათი გზები გაიყრება.წაიყვანს ვინმე ევროპული გუნდი?სასურველია,მაგრამ ძნელი წარმოსადგენი.
სოსო
16 მაისი 2024 00:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული