გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ

AutoSharing Option
football24 წერს, რომ მოსკოვის "დინამო" რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მწვრთნელი მარცელ ლიჩკა შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, ზაფხულში გუნდი გადახალისებას საჭიროებს, ექვს ფეხბურთელს და მათ შორის 21 წლის ლუკა გაგნიძეს დაემშვიდობება, რომელსაც თამაში არ უწევს:

"დიდი ტალანტი საქართველოდან. "დინამომ" ლუკა 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ნახევარმცველმა სამშობლოში სატრანსფერო გაყიდვათა რეკორდი გაიმეორა. გაგნიძე "თეთრ-ლურჯების" მესაჭეთა გეგმებში ნამდვილად არ შედის. თუკი ამ სეზონში მან რუსეთის თასზე 381 წუთი ითამაშა, რუსეთის პრემიერლიგაზე მოკრძალებული 195 წუთი იასპარეზა.

ლუკა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ საკმაოდ აქვს სუსტი წერტილები. დაცვაში პროგნოზირებადია.
არ ეხერხება თავისუფალი ზონების სათანადოდ დაკეტვა. "დინამოში" მოედნის ცენტრში სერიოზული კონკურენციაა. პოზიციაზე პრეტენდენტები ფომინი, ჩავესი, უნივერსალური ლასკალტი და კარასკალი არიან. მათ ფონზე ქართველი უფერულად გამოიყურება.

გაგნიძეს "დინამოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. სკამზე ჯდომასა და პოტენციალის გაფლანგვას აზრი არ აქვს. აქ ორი ვარიანტია - ან იჯარით უფრო მოკრძალებულ კლუბში წავიდეს, რომელიც წამყვან რვა გუნდს შორის არ არის, ან საერთოდ დატოვოს "დინამოს" კოლექტივი. გულშემატკივრებს გული არ დასწყდებათ. პირიქით, შეიძლება ისიც კი გაუხსენონ, 2022 წელს ქართველმა როგორ შეაჩერა მოსკოველებთან კონტრაქტი და "რაკუვში" გაემგზავრა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
რუსეთი გავსებულია აფხაზეთიდან ლტოლვილებით,ისინიც საშოვარზე არიან წასული,ამ 21 წლის ბიჭს რომ მიადექით.ქართველს,ქართველზე მეტი მტერი არ ყავს,ვგესლოთ ერთმანეთი და ათასი რჯულის გაურკვეველი სქესის ხალხის დაკრულზე ვიცეკვოთ,იმიტომაც მთელი ისტორიის მანძილზე სულ 2 საუკუნე გვქონდა ოქროს ხანა.
გურულო
21:12 16-05-2024
1
ლუკას ნიკა გაგნიძე ჯობია პოტენციალით. ვერც პოლონეთში ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც რუსეთში.ფიზიკურადაც სუსტია.შარშადელი ახალგაზრდული ევროპაც ჩააგდო და სხვების ფონზე ერთ-ერთი სუსტი იყო ჩვენს ნაკრებში თამაშის ხარისხით.ჯობია დაბრუნდეს საქართველოში და ევროტურნირზე მონაწილე რომელიმე კლუბს დაეხმაროს,თუნდაც მის მშობლიურ დინამო თბილისს.
მეზღვაური
19:11 16-05-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული