მარტო მამარდაშვილი რას გახდებოდა? - "ვალენსია" ევროტურნირების გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა.

ტრავმირებული დუროს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა იარემჩუკმა დებიუტში გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა; საპასუხო შეტევისას კი მასპინძლები სილვამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან თავურით დალაშქრა. პირველ ტაიმში ბასკებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ტურიენტესის დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსია“ ინიციატივას დაეუფლა, მარიმ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ ბეკერს არ გაატანინა და მატჩიც დასრულდა.

მამარდაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ყველაზე
მაღალი შეფასება მიიღო: Sofascore 7.2, Whoscored 7.0, Flashscore 6.8.

„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა და 19 მაისს, ბოლოსწინა ტურში, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

სან-სებასტიანი. „რეალე არენა“
სოსიედადი - ვალენსია 1:0
გოლი: სილვა (3)

alt"მწვრთნელს რამსდეილი, ბორდს კი მამარდაშვილი სურს" - ესპანური გამოცემა "ნიუკასლში" მომხდარ უთანხმოებაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთი გუნდური თამაშია.გუნდები,რომლებიც აგებენ,აგებს მთელი გუნდი.გუნდები,სადაც ქართვლი თამაშობს და თამაშს წააგებს,ყველა დამნაშავეა გარდა ქართველისა.რა ქწას მარტო კვარაცხელიამ,მიქაუტაძემ დავითაშვილმა,მამარდაშვილმა და ა.შ..
.გელა2
21:32 18-05-2024
1
ჩემი აზრით წლის საუკეთესო ხუთეული: მამარდაშვილი, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე
მინდია
14:05 17-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული