მარტო მამარდაშვილი რას გახდებოდა? - "ვალენსია" ევროტურნირების გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა.

ტრავმირებული დუროს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა იარემჩუკმა დებიუტში გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა; საპასუხო შეტევისას კი მასპინძლები სილვამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან თავურით დალაშქრა. პირველ ტაიმში ბასკებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ტურიენტესის დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსია“ ინიციატივას დაეუფლა, მარიმ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ ბეკერს არ გაატანინა და მატჩიც დასრულდა.

მამარდაშვილმა ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ყველაზე
მაღალი შეფასება მიიღო: Sofascore 7.2, Whoscored 7.0, Flashscore 6.8.

„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა და 19 მაისს, ბოლოსწინა ტურში, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

სან-სებასტიანი. „რეალე არენა“
სოსიედადი - ვალენსია 1:0
გოლი: სილვა (3)

alt"მწვრთნელს რამსდეილი, ბორდს კი მამარდაშვილი სურს" - ესპანური გამოცემა "ნიუკასლში" მომხდარ უთანხმოებაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ ასეთი დაბალი შეფასებ - 6.8 ?
თანაც, უკვე მერამდენედ ერთი და იმავე ანალიტიკური საიტისგან.
გაუგებარია და უკვე ცოტა საეჭვოც ფლეშსკორის დაბალი ქულები ...
მამარდაშვილს პრაქტიკულად არცერთი შეცდომა არ დაუშვია, მათ შორის გოლის გაშვებისას და
რამდენჯერმე გუნდიც გადაარჩინა.
თუ არ მეშლება, სულ ცოტა სამი კარგი(!) სეივი დავთვალე და ჰქონდა რამდენიმე სხვა კარგი მომენტიც.
მთლიანობაში საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და სამწუხაროა, რომ წააგეს და რაღაც "შემთხვევით გამოსული" პასიდან გოლიც გავიდა...
წარმატებები გიორგის !

გაუგებარია !
03:23 17-05-2024
2
ოკ მამარდამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ დაცვამაც დაუშვა შეცდომა გოლისგან რომ ვერ გადაარჩინა კარი, ამას დამატებული ნახევარდაცვა და თავდასხმა, რომელსაც გოლი ვერ გააქვს, შედეგი იგივე დადგება. გოლის გარეშე თამაშს ვერ მოიგებ. ასე რომ ლოგიკისგან შორს არაა რომ სუსტებში უკეთესი იყო მამარდა.
ემიგრანტი
13:04 17-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული