"უნდა გაიზარდოს, ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ დაცვაშიც ითამაშოს, მაგრამ..." - რა თქვა კალცონამ კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ფიორენტინამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, "პაეტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 57-ე წუთზე ჯარიმიდან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველის შესახებ ისაუბრა.

"კარგი მატჩი გამოვიდა, ჩემი ფეხბურთელების თამაში განსაკუთრებით პირველი 30 წუთის განმავლობაში მომეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრის მოგებაც კი შეგვეძლო.

რაც შეეხება ხვიჩას, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ზოგჯერ ვერ ახერხებს, რომ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს, მაგრამ ყოველთვის მონდომებულია. ის ნამდვილი ჩემპიონია, უნდა
გაიზარდოს, მუდმივად უნდა ეცადოს, რომ დაცვას დაეხმაროს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა", - განაცხადა კალცონამ.

alt"კვარამ" შხამიანი კომენტარების ავტორებს უპასუხა - ბალისტიკური რაკეტაა და მასზე ყასბები ნადირობენ" - რა ითქვა ნამატჩევს

alt"რასაც კვარაცხელიას უკეთებენ, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

altორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

altხვიჩას დიდოსტატური გოლი - "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეკარეობაც ხომ არ შეითავსოს?
Რაგბის ფანი
18 მაისი 2024 23:19
1
შენ ხუმრობ და 1978 წლოის მოსფლიოს ჩემპიონატზე,ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა,მარიო კემპესმა,ისეთი ნახტომით გამოიღო ბურთი,ცხრიანიდან,რომ მსოფლიოს ნებისმიერი მეკარე მოაწერდა ხელს.მაშინ ამაზე გაძევება არ იყო.პენალტი,უკვე მეკარე ფილოლმა მოიგერია და არგენტინამ ჩემპიონობისკენ გააგრძელა გზა.
სოსო
19 მაისი 2024 09:44
1
როგორც ჩანს იტალიელებმა ჩემგან გადაიღეს
“დაცვას მიხედე ხვედელიძე”
ბონდო დოლაბერიძე (ფეოლა)
18 მაისი 2024 21:46
0
ხელფასი მოუმატეᲗ და მოუმატებს. უნდა გადაგყვეᲗ Თან Ჟმოტებო!
გრიᲨო
18 მაისი 2024 20:36
0
ბარემ კარშიც მოგესინჯა, იქნება და მერეტისაც აჯობოს?)))))))))))))
ვაი შენს პატრონს, კარლსონა
18 მაისი 2024 19:55
1
ყველგან ვერ იქნება.
დაცვაშიც ირბინოს.
ასეთი კრეატიული და შემქმნელი მოთამაშე დაცვიდან უნდა გაათავისუფლო.
ფეხბურთი ისეტი თამაშია გოლს თუ ვერ გაიტან ვერ მოიგებ :)
d
18 მაისი 2024 18:53
2
23-ის კი არა ფეხბურთელი 28 წლის ასაკში აღწევს სრულყოფილებას.
aburjga-s
18 მაისი 2024 17:19
2
თუ თარგმანი ზუსტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის მწვრთნელის სიტყვები.ან საერთოდ კვარა რა აზრით შეცვალა, მის გარდა ფიორესთვის ვინმე საფრთხეს წარმოადგენდა? პირველად ვნახე ჯარიმიდან ნაპოლის გოლი და გუშინ მოთრეული საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები ურტყამენ, კვარა რომ იყოს ბურთთან პირველი, მაინც თვითონ ისაკუთრებენ. გასაგებია, რომ კვარას მართებს მეტი სიმტკიცე და ზოგჯერ საბალახოდ უნდა გაუშვას ეგ უტიფრები, მაგრამ მწვრთნელი რომ ხარ და ხედავ რომ ზედმეტად თავმდაბალი და დამთმობია, ხომ უნდა არჩევდე, ვინაა უფრო კლასიანი და თუ წარმატება გსურს, ხომ უნდა ჩაერიო, რომ უფრო კლასიანმა ფეხბურთელმა შეასრულოს სტანდარტი. უკეთესი გუნდი, უკეთესი მწვრთნელი და კვარა დღითიდღე გააგრძელებს პროგრესს. წლევანდელი ნაპოლი გუნდი კი არა, ბანდაა, მაგრამ ამ მეცხრეადგილოსანი ბანდის ფეხბურთელმა მოახერხა და სერია ა-ს საუკეთესოთა სამეულშია, ეს ბრიყვი კიდევ - უნდა გაიზარდოს - იძახის. იმდენი შდშ, თუ მაგაზე გაზრდილი ფეხბურთელი ცხოვრებაში არ გაგეწვრთნას, შე მართლა კაცუნა!
ქომაგი
18 მაისი 2024 16:19
3
100 % გეთანხმები , ახლაც პოლიტანო ცაეცხირა, მაგრამ ხვიცამ არ დათმო და შედეგიც დადო...საჯარიმოს დამრტყმელი კი არა, რაჰმანის გარდა , გრძელი პასის გამკეთებელი არ ჰყავს ნაპოლის...
ბესო
18 მაისი 2024 18:15
0
არ უნდა გაეშვათ თავიდანვე გარსია ნელ ნელა დაალაგებდა სიტუაციას. ვფიქრობ ჩემპიონებუ თუ არა ლიგაზე მაინც გავიდოდა ნაპოლი
თემო
18 მაისი 2024 15:40
3
ერთ ერთი იტალიელი ჟურნალისტი წერს რომ გასახდაელში ამინდს სწორედ კალცონა აფუჭებს თავისი ბუზღუნითა და უტაქტობით, ფეხბურთელებიდან კი მას ამაში მხარს უბამს თურმე ჯეზუსი.
რობი
18 მაისი 2024 14:27
2
ეგ რა ბუზღუნა კაცი ყოფილა :)
რობი
18 მაისი 2024 14:21
2

სიახლეები პოპულარული