"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ SoccerNews-თან ინტერვიუში "აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას სჯერა, რომ მიქაუტაძე ამსტერდამული კლუბის რიგებში გაიბრწყინებს.

"მიქაუტაძის აიაქსში" გადასვლამდე და ტრანსფერის შემდეგაც მჯეროდა, რომ ამ კლუბში წარმატებას მიაღწევდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ, რომ შანსი არ მისცეს. ველოდები როდის დაბრუნდება "აიაქსში" და გოლების გატანას დაიწყებს.

ერედივიზიონიდან ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ძველებურად შედეგიანი გახდა. მინდა "აიაქსში" ვიხილო და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოახერხოს", - განაცხადა არველაძემ თანამემამულეზე.

შეგახსენებთ, "აიაქსმა" "მიქაუტაძე"
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ჩვენებურს ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ზამთარში კვლავ "მეცში" დაბრუნდა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა" - შოთა არველაძე

alt"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

altშოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ - ერთიანობის და სიხარულის განცდა არ ნელდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
Aman sul auria
Pele
18 მაისი 2024 21:47
4
შენ ხომ არ გაგიჟდი აიაქსში რა უნდა მიქას
ბასა კოკელი
18 მაისი 2024 23:31
1
აგი მართლა ნაცისტი ყოფილა)))
ილიავარ...
19 მაისი 2024 09:27
8
ეს ამ ბოლო დროს ყველას და ყველაფრის მცოდნე როგორ გახდა? ისე თავის პროფესიაში რაც აირჩია იმაში რომ გაიღრმავოს ცოდნა ის სჯობია და წესიერი შედეგი დადოს რომელიმე კლუბში თავისთვისაც კარგი იქნება და ქართველებისთვისაც! P.S. ვაისი უფრო მეტს აკეთებს ქართველებისთვის, ვიდრე ეს ქეცბაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია
ზაკო
18 მაისი 2024 23:12
10
ეს რეებს ურახუნებს @ წადი რაა მიტიგზე დადექი და შენი ბელადი გააათავისუფლეე
zura222
19 მაისი 2024 11:22
20
ბიჭო რას გიხდიან მაგისთანას ყველაგან რო ქოცები და ნაცები გესიზმრება ?? შოთას ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს პოლიტიკაში რაც არასწორია ამბობს უბრალოდ ... არასდროს არ დაუფიქსირებია რომელიმე პარტიულობა როგორც თქვეენ ... რო მიეცით ქოცებს და ეხლა გიტყდებათ და სხვას გინდათ ჩირქი მოცხოთ (მაგალითად შოთის) თორე ნაციონალების ჩირქიანობა შენზე კარგად ვიცით ყველამ ... ამიტომაა რომ სანამ ჯოს ჯოს ძახილს დაიწყებ კარგად უნდა დაფიქრდე ვის მიცე ან იქნებ არავის არ უნდა მიცე ამაზეც დაფიქრდი (ჯერ კი ვერ მიხვდები რატო არ უნდა მიცე არავის მარა იქნება გაგინათდეს გონება)
bensoni
19 მაისი 2024 17:23
12
აიაქს საფრანგეთის ლიგაში დარჩესუკეთესია.
სად ჰოლანდიის ჩემპიონატი და სად საფრანგეთი ტოპ 5 ში შედის.
las
19 მაისი 2024 10:03
1
"ყური არაფრით რომ არ უნდა ათხოვო" სწორედ ისეთი "რჩევაა"...
ბრაზი
19 მაისი 2024 07:57
1
აიაქსში რატომ უნდა წავიდეს? ეს რა თქვა შოთამ?
რეალობა
19 მაისი 2024 01:59
2
ერთხელ რომ შეცდები და ინანებ, მეორედ იგივეს განმეორება რად უნდა მოგინდეს ნორმალურ ადამიანს?
ხვიჩა
19 მაისი 2024 11:49
2
ისე რომ გეთქვა თავის პოზიციაზე არ ათამაშებდნენო უკეთესი იქმებოდა
ემიგრანტი
19 მაისი 2024 11:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული