"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ SoccerNews-თან ინტერვიუში "აიაქსიდან" "მეცში" განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას სჯერა, რომ მიქაუტაძე ამსტერდამული კლუბის რიგებში გაიბრწყინებს.

"მიქაუტაძის აიაქსში" გადასვლამდე და ტრანსფერის შემდეგაც მჯეროდა, რომ ამ კლუბში წარმატებას მიაღწევდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ, რომ შანსი არ მისცეს. ველოდები როდის დაბრუნდება "აიაქსში" და გოლების გატანას დაიწყებს.

ერედივიზიონიდან ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ძველებურად შედეგიანი გახდა. მინდა "აიაქსში" ვიხილო და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოახერხოს", - განაცხადა არველაძემ თანამემამულეზე.

შეგახსენებთ, "აიაქსმა" "მიქაუტაძე"
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ჩვენებურს ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ზამთარში კვლავ "მეცში" დაბრუნდა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა" - შოთა არველაძე

alt"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

altშოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ - ერთიანობის და სიხარულის განცდა არ ნელდება

მკითხველის კომენტარები / 35 /
რა უნდა მაგ ორღობის გუნდში? შარშან რომ სისულელე გააკეთა, ისივ თქვენი წაქეზებით, საკმარისი არ არის? ეგ აიაქსი კარგად ხანია არანაირი გრანდი აღარაა. ათ წელიწადში ერთხელ რაღაცა რომ გამოუვა, ეგ გრანდობას არ ნიშნავს. იმედია მაგ სისულელეს აღარ გაიმეორებს!
არტ
20 მაისი 2024 02:56
1
ატლეტიკო იქნება ზედგამოჭრილი,
კახა
19 მაისი 2024 11:35
0
რა გჭირთ ნათქვამს და წაკითხულს ვერ იგებთ? კაცმა თქვა მინდა რომ დაბრუნდეს და გოლების გატანა დაიწყოსო, იმედგაცრუებული ვარ რომ შანსი არ მისცესო. აიაქსი რომ მეც სჯობია, ეხლა იმაშიც შეეკამათებით ალბათ. მე ვიცი თქვენ რაც გაწუხებთ. დიახაც არა რუსულ კანონს და არა ქოცნახირს
დავით 67
19 მაისი 2024 04:34
20
ბოტებო, თქვენ აქ გამოშვებული ხართ პოლიტიკის შემცველი პოსტების დასაკომენტარებლად და გაეშვით სპორტული შინაარსის კონტენტს. შოთაზე მიღებული მესიჯი ცხადია თქვენი კომენტარებიდან" ვერ არის კარგად გიჟია, არადექვატურია" . ყოჩაღ საბჭოთა კაკეგებს სახელმძღვანელო ზედმიწევნით გაქვთ ათვისებულია. ადმინებო, იქნებ იფიქროთ კომენტარის უფლება ფეისბუქ ავტორიზაციის შემდეგ იყოს შესაძლებელი, არამგონია ვერ ხვდებოდეთ რომ კომენტარების უმეტესობა ბოტებს ეკუთვნის
ლაშა
18 მაისი 2024 22:13
38
ბოტიც ხარ და შპროტიც, არ გაახურეს საქმე? შოთას კიდევ აზრი არ მოეკითხება, ეგაა ფაქტი. ხან რას აბრახუნებს და ხან რას. შე კაი ადამიანო ინგლისში რომ იყავი ერთი კინკილა ქართველი ფეხბურთელი მაინც წაგეყვანა, ან ზემოთაც დაწერეს მიქაუტაძისთვის თუ კარგი გინდოდა, თუ რამეს წყვეტდა შენი სიტყვა აიაქსში მაშინ გეთქვა სკამზე რომ იჯდა და ეხლა რა ცუდ საქმეს უკეთებ ამ სულელური კომენტარით. კარგი რა მარლა, დაწერ რამეს და ეს მართლა ბოტები გამოხტებიან
c
19 მაისი 2024 01:18
3
შეანელე ჩუკენობის ტემპი , ვერ ხარ მოტორზე , ვერ ხედავ ?
gpi
19 მაისი 2024 00:37
4
შოთამ ის თქვა რასაც ხედავს. მოქაუტაძეშია ხედავს დიდ პოტენციალს და იცის რომ ლიგა 1 -ში უფრო ძნელია გოლების გატანა ვიდრე ნიდერლანდებში. სხვა საქმეა რომ შანსი არ მისცეს ჟორჟს გახსნილიყო. მეც პირადად მგონია არ დაბრუნდება მიქაუტაძე, მაგრამ ერთია მე და თქვენ რა გგვგონია, მეორე კი რას ხედავს შოთი. ჩემზე მეტს რომ ხედავს დანამდვილებით ვიცი და თქვენი არ ვიცი ვინც აქ აკომენტარებთ.
G.LA
19 მაისი 2024 05:48
19
კარგით რა მართლა , რას ხედავს?! რომ "ხედავდა" იმიტომ ურჩია აიაქსში გადასვლა შარშან. აქ იმაზე არ არის საუბარი მარტო, რომ არ ათამაშებდნენ. რატომ ვერ დაინახა, რომ გუნდი არეული იყო და ვინ იცის როდია დალაგდებოდა, ეგ მაინც ხომ ცხადი იყო. მეცში რომ დარჩენილიყო, ლიგა ერთის ბომბარდირობაზე გაიქაჩებოდა! ჩემი აზრით,ორი შემთხვევა უნდა გამორიცხოს ტრანსფერისას ფეხბურთელმა - გუნდი სადაც ძალიან ძლიერი კონკურენციაა შენს პოზიციაზე და არეული გუნდი.
არტ
20 მაისი 2024 12:24
0
"სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს" -ო ნათქვამია. გიორგი არ უნდა გადასულიყო "აიაქსში" !
SOS!!!
22 მაისი 2024 16:02
0
მოუნდეს რა, მთავარია აიაქსს რა უნდა მისი კუთვნილებაა და თუ მოუნდა ისე წაიყვანს არავის არაფერს კითხავს.
ხვიჩას
19 მაისი 2024 19:45
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული