მამარდაშვილს სამი გაუტანეს - "ვალენსია" "ჟირონას" ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსია“, რომლის კაპიტანი ამ სეზონში მეორედ იყო გიორგი მამარდაშვილი, სახლში აშკარად უფრო მაღალი კლასის „ჟირონასთან“ 1:3 დამარცხდა.

თამაში ლამაზი სანახავი გამოდგა, სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და შანსები გამოიყენეს. მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ ერთადერთი გოლის გატანა პენალტით პეპელუმ შეძლო.

გაშვებულ გოლებში მამარდაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება, რამეთუ ორი ახლო მანძილიდან გაუტანეს, ერთი კი ავტოგოლი იყო. გიორგიმ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.8, Whoscored 6.4, Flashscore 5.8.

„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და 25 მაისს,
ბოლო ტურში ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 36 138 მაყურებელი
ვალენსია - ჟირონა 1:3
გოლები: 0:1 სავიო (32), 0:2 დოვბიკი (58), 0:3 გასოროვსკი (67, საკ. კარში), 1:3 პეპელუ (84, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეიძლება მეჩვენება,მაგრამ რაც ევროთასებზე გასვლის შანსი გაუჩნდათ,თანაში უფრო აერიათ და მოსაგები თამაშები წააგეს.ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და შესაძლოა ზეწოლამ დათრგუნა
სოსო
01:45 20-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული