"ნებისმიერი ფეხბურთელის გასაყიდად მზად ვართ, კვარაცხელია?..." - რა განაცხადა დე ლაურენტისმა ქართველზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე არ ნერვიულობს, რადგან ქართველს "პარტენოპეისთან" ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

"წინადადებას ყველა ფეხბურთელის შესახებ განვიხილავთ, ხელშეუხებელი მოთამაშეები არ გვყავს, კვარაცხელია? მას კონტრაქტი 2027 თუ 2028 წელს ეწურება, ამიტომ მშვიდად ვარ, ძალიან მშვიდად ვარ", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება.

alt"Mamma mia. კმარა დაპირებები - კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს" - იტალიური მედია

alt"უნდა გაიზარდოს, ყოველთვის უნდა ეცადოს,

რომ დაცვაშიც ითამაშოს, მაგრამ..." - რა თქვა კალცონამ კვარაცხელიაზე?

altორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 21 /
იმედი არ მაქვს რომ ეს რეგვენები მიისმენენ, მაგრამ მაინც ვიტყვი, ხალხისთვის უფრო: მოკლედ, საქმე იმაშია, რომ კოტრაქტის გაწყვეტა შეიძლება, ბევრი მიზეზით. მათ შორის ოჯახური მიზეზების გამო: პირობითად, შეუძლია თქვას, რომ "უსამშობლოდ ვერ ძლებს" (მეტი არაა ჩემი მტერი, მარა მაინც). მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, არის ჯარიმის დაკისრება სასამართლოს მიერ, მაგრამ ეს ჯარიმა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ხელფასია დაბალი - როცა 5 მილიონზეა ბაზარი კონტრქტში, ჯარიმა ვერ იქნება 20 მილიონი.
შესაბამისად, შეუძლია გაწყვიტოს კონტრაქტი - ერთი წელი საქართველოში ითამაშოს, როგორც რუსეთიდან ჩამოსვლის შემთხვევაში ქნა და მერე წავიდეს იმ გუნდში, რომელიც იმ ჯარიმას იოლად გადაუხდის ;)
mona-s
20 მაისი 2024 17:38
13
ერთი ეს მითხარი, მამაშენს ბევრი ჰყავს შენისთანა "ჭკვიანი"?! საქართველოს ჩემპიონატში ერთი წელი და მერე პსჟ-ში (ან სიტიში, ბარსაში და ა.შ.), კარგია ხომ?!
fani
21 მაისი 2024 18:39
0
შენს პატრონს კიდევ ბევრი ყავს შენისთანა?
მბრძანებელი
მონას
20 მაისი 2024 18:58
7
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟრნალისტები და გამოცემები ლაურენტესს აფრთხილებენ, რომ უკმაყოფილო ვარსკვლავი გუნდს დაშლის და გასახდელში დაპირისპირებას გამოიწვევს...ხვიჩა თუ ნაპ[ოლში დარჩა, ე.ი. ეს მისი სურვილი იქნება, თორემ ნებისმიერი კონტრაქტის შეცვლა შეიძლება, როგორც იურიდიულად, ისე იძულებით.
ბესო
20 მაისი 2024 16:52
3
მართალია მშვიდადაა უნდა გაყიდის უნდა არა, 5 წლიანი კონტრაქტი არ უნდა გაეფორმებინა კვარას და იმედია კიდევ გაგრძელებას არ დათანხმდება.
ნიკა
20 მაისი 2024 16:21
0
5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება კი არაა პრობლემა, არამედ ამ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის შესახებ პუნქტის არ არსებობა, რაც ჯუღელის "დამსახურებაა"
pablo
20 მაისი 2024 17:36
1
კრეტინობა 5 წლიანი კონტრაქტი კი არ იყო, არამედ ის, რომ კონტრაქტში არ ჩაიდო მუხლი: ერთი წლის შემდეგ ნაჩვენები შედეგის მიხედვით ხელფასი გადაიხედოს.
ჟორა
20 მაისი 2024 17:28
0
ამ საკითხის, აგენტის აყვანა, არ გამეგება, მაგრამ ხვიჩას მამა ამ საკითხებში გარკვეულია და ამდენად პრობლემა არ უნდეა იყოს.
ქართველი
20 მაისი 2024 16:19
3
მართალია საქმეში ჩაუხედავი ვარ და გარედან მსჯელობა ადვილია, მაგრამ რაც სჩანს და ვიცით იმაზე დაყრდნობით ხვიჩას ვურჩევდი აგენტი გამოცვალოს, უმაღლესი დონის, შესაფერისი აგენტი აიყვანოს!
Irakli
20 მაისი 2024 15:36
5

სიახლეები პოპულარული