მიქაუტაძის გუნდის კოშმარული საღამო - ვის შეხვდება "მეცი" პლეი-ოფში?

AutoSharing Option
"მეცი" პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში მისმა უშუალო კონკურენტმა "ლორიენმა" "კლერმონი" 5:0 გაანადგურა. ორივე გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა და ბურთების შეფარდებაც თანაბარი აღმოაჩნდათ, ურთიერთშეხვედრებშიც თანაფარდობა იყო დაფიქსირებული (სახლში1:2, გასვლაზე 3:2), მაგრამ რეგლამენტის მიხედვით, რადგან გიორგი მიქაუტაძის კლუბმა სტუმრად მეტი გოლი გაიტანა, მე-16 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს, "ლორიანი" კი ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.

socios-fcmetz-ი წერს, რომ კოშმარი გადაიტანეს და ნამატჩევს "მეცის" მწვრთნელის, ლასლო ბოლონის კომენტარი გამოაქვეყნა: "წუთებს ვითვლიდი და დროდადრო თანაშემწეებს პარალელური შეხვედრის ანგარიშს ვეკითხებოდი. ვნერვიულობდი და საფინალო
სასტვენს ველოდებოდი. ბიჭებს ვუთხარი, რომ წაგების მილოცვა ნორმალური არ არის, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო ბალინსირებულად თამაში მოახერხეს. "პარი სენ ჟერმენი" დომინირებდა, თუმცა გავუძელით.

დროის გაყვანას ვცდილობდით, ბურთის დაჭერას და სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას. ბავშვობაში მასწავლებელმა მითხრა: "გააკეთე ის, რაც შეგიძლია და არ ის, რაც გინდა". სახლში მოგება გვინდოდა, მაგრამ ხანდახან რეალობიდან უნდა გამოხვიდე. მესმის გულშემატკივრების, მათ ემოციების გამოხატვის უფლება აქვთ. შიშმა შემიპყრო. ასეც ხდება ხოლმე".

ახლა რაც შეეხება პლეი-ოფს: ლიგა 2-ში მეოთხე პოზიციაზე გასული "როდეზი" 21 მაისს მეხუთეადგილოსან "პარიზს" უმასპინძლებს, მათ შორის გამარჯვებული კი 24 მაისს სტუმრად "სენტ-ეტიენს" დაუპირისპირდება. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა "მეცის" მეტოქე.

მიქაუტაძის გუნდს ლიგა 2-ის პლეი-ოფში გამარჯვებულთან ორრაუნდიანი ბრძოლა ელის - 30 მაისს გასვლაზე, 2 ივნისს კი - სახლში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Თქვენ ის ბიᲭები ხო არ ხარᲗ "აიაქსს" რომ იწუნებდიᲗ.
ვილი
21 მაისი 2024 09:23
14
უსუსტესი გუნდია
თენგო
21 მაისი 2024 08:24
1
რას იზამ, ასეთებიც არიან
ქობულეთიდან
20 მაისი 2024 23:12
0
როგორც არ უნდა დამთავრდეს მეცის ამბავი, დიდი იმედი მაქვს, ჟორჟი აქ არ დარჩება. სუსტი გუნდია აშკარად.მიუხედავად საკმაოდ დიდი ფასისა, მაინც იყიდის ალბათ ნორმალური გუნდი.
მერაბი-1960
20 მაისი 2024 20:13
0
1000%-იანი ხარ მეგობარო. უბრალოდ ის მაინტერესებს უარყოფითი შეფასება ვინც დაგიწერა რა პრინციპით აზროვნებს?
ქობულეთიდან-ს
20 მაისი 2024 20:03
1
კარგია ფლეი ოფში რომ გავიდა მეცი მაგრამ როგორ არ მინდოდა კიდე 2 თამაში ეთამაშა, მეშინია ტრამვა არ მიიღოს თან დასვენება მოასწროს 18 მდე
pirlo
20 მაისი 2024 18:29
0
აიაქსი კარგად დაისვენა ნახევარი სეზონი :დდ პირიქით ეგ რო არ ისვენებს უფრო ხოდზეა
ბაჩო
20 მაისი 2024 19:01
0
საკმარისი იყო პსჟ-ს გაეტანა მესამე ან ლორიენს მე-6 და მეცი პირდაპირ გავარდებოდა, რაც ალბათ მაინც უსამართლობა იქნებოდა.ამას ქვია ბეწვის ხიდზე გავლა! მიქაუტაძემ, რომელმაც შეიძლება ითქვას განწირული გუნდი მხრებით მოიყვანა აქამდე, იმედია დაუფასდება ეს ყოველივე და მეცი პლეი-ოფს მოიგებს და დარჩება ელიტაში.
ქობულეთიდან
20 მაისი 2024 18:24
1
უსამართლობა იქნებოდა თუნდაც იმის გამო, რომ ლორიენი ბოლო ტურში უსუსტეს, ლიგა 1-დან უკვე გავარდნილ უმოტივაციო გუნდს ხვდებოდა, მეცი კი ლიგა 1-ის ჩემპიონის, ევროპის ერთ-ერთი გრანდის პსჟ-ის პირისპირ არმოჩნდა და მოახერხა რომ მასთან გამანადგურებელი ანგარიშით არ დამარცხდა.
ამი
20 მაისი 2024 19:52
0

სიახლეები პოპულარული