socios-fcmetz-ი წერს, რომ კოშმარი გადაიტანეს და ნამატჩევს "მეცის" მწვრთნელის, ლასლო ბოლონის კომენტარი გამოაქვეყნა: "წუთებს ვითვლიდი და დროდადრო თანაშემწეებს პარალელური შეხვედრის ანგარიშს ვეკითხებოდი. ვნერვიულობდი და საფინალო
დროის გაყვანას ვცდილობდით, ბურთის დაჭერას და სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას. ბავშვობაში მასწავლებელმა მითხრა: "გააკეთე ის, რაც შეგიძლია და არ ის, რაც გინდა". სახლში მოგება გვინდოდა, მაგრამ ხანდახან რეალობიდან უნდა გამოხვიდე. მესმის გულშემატკივრების, მათ ემოციების გამოხატვის უფლება აქვთ. შიშმა შემიპყრო. ასეც ხდება ხოლმე".
ახლა რაც შეეხება პლეი-ოფს: ლიგა 2-ში მეოთხე პოზიციაზე გასული "როდეზი" 21 მაისს მეხუთეადგილოსან "პარიზს" უმასპინძლებს, მათ შორის გამარჯვებული კი 24 მაისს სტუმრად "სენტ-ეტიენს" დაუპირისპირდება. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა "მეცის" მეტოქე.
მიქაუტაძის გუნდს ლიგა 2-ის პლეი-ოფში გამარჯვებულთან ორრაუნდიანი ბრძოლა ელის - 30 მაისს გასვლაზე, 2 ივნისს კი - სახლში.