კიტეიშვილი შეიძლება ცნობილ თურქულ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ოთარ კიტეიშვილს მალე "შტურმთან" კონტრაქტი დაუსრულდება და ჯერ უცნობია, დარჩება თუ სხვა გუნდში გადავა. თურქული Fotospor-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი გურამ კაჭახიძე ტრაპიზონში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ზეიატ კაფკასს და მწვრთნელ აბდულა ავჩის შეხვდა.

სტატიაში აღნიშნულია, როგორ წარმატებას მიაღწია "ქართველმა მესიმ" ავსტრიაში, მისი ხელში ჩაგდება შეუძლიათ, თანაც უფასოდ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ფაქტი საყურადღებოა, ვინაიდან "ტრაბზონსპორის" რეალურად გაძლიერება შეუძლია, საქართველოს ნაკრებში მისი თამაშის სანახავად კლუბის ძველი ხელმძღვანელობა თბილისში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა, თუმცა ტრანსფერი არ
განხორციელდა და ოთარი 2018 წელს "შტურმში" გადავიდა.

"ტრაპზონსპორი" თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 64 ქულით მესამე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას და კიტეიშვილის შენარჩუნებას ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ტოპ 5 ის იქით არ უნდა განიხილონ ჩემი აზრით. თუ არადა იყოს ისევ შტურმში, ლიგაზე ითამაშებს
Noko
21:24 20-05-2024
1
არ გინდათ ეს თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ეგეთო ქვეყნები რაააა. მანდ წარმატების შანსი არის ნული
თემო
20:00 20-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული