"კვარაცხელია უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე გასულ სეზონში იყო" - Sky Sport-ის ჟურნალისტი

AutoSharing Option
Sky Sports-ის კორესპონდენტმა მარკო ბუჩანტინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" გარემარბმა გასული სეზონის შემდეგ პროგრესი განიცადა.

"კვარასთვის ეს სეზონი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წინა. შარშან ყველა გაანადგურა, მცველებს არ ესმოდათ, როგორ შეეჩერებინათ ქართველი. წელს თამაში განსხვავებულ "ნაპოლიში" მოუწია. სეზონის დასაწყისში კი ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას პროგრესი აქვს, გარკვეულ ასპექტებში მოუმატა, კონტრაქტის განახლების სიტუაციამაც მასზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ეს უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ბუჩანტინიმ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 44 მატჩი გამართა, თავი კი
11 გატანილი გოლითა და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.

altსკირამ ხვიჩასთან დაკავშირებით დე ლაურენტისის გეგმა გაამხილა

alt"ნებისმიერი ფეხბურთელის გასაყიდად მზად ვართ, კვარაცხელია?..." - რა განაცხადა დე ლაურენტისმა ქართველზე?

მკითხველის კომენტარები / 8 /
წინა სეზონის პირველი ნახევარი,ხვიჩა მართლაც დამანგრეველი იყო და მეტოქეები,უბრალოდ ვერაფერს უხერხებდნენ,მის დრიბლინგებს.თანდათან,მოწინააღმდეგეები მიხვდნენ,რომ მისი შეჩერების ერთადერთი ეფექტური საშუალება,ზღვრული სიხისტე და გალიაში მოქვცევა იყო.დღესაც მეტწილად ასე ეთამაშებიან.განაწილებული ჰყავთ და მორიგეობით ურტყამენ,სხვადასხვა ფეხბურთელები.წინა სეზონის შემდეგ,ზაფხულში,კვარამ კუნთური მასა გაიზარდა და თამაშის სტილითაც,საგრძნობლად პრაგმატული გახდა.ამიტომაა,რომ დღევანდელი ხვიჩას თამაში,შარშანდელივით თვალისმომჭრელი აღარ არის,მაგრამ დღეს უფრო მეტს ურტყამს კარისაკენ და პასებითაც თითქმის შარშანდელ დონეზეა.ნაპოლის რომ შარშანდელივით კარგად ეთამაშა,მისი სტატისტიკა,წელს გაცილებით უკეთესი იქნებოდა,მაგრამ უამისოდაც,11 გოლი და 9 პასი,ფლანგელისათვის მშვენიერი შედეგია.ნუ დავივიწყებთ,რომ ოსიმენიც სეზონის საკმაოდ დიდი დრო,ჯერ ნაკრებში იყო,მერე ტრავმირებული და ახლაც ტრავმიანს უწევს თამაში.ეს რომ არა,ეს დუეტი,მაინც უფრო შედეგიანი იქნებოდა,ვიდრე ახლაა და ხვიჩას შედეგიანობა,სავარაუდოდ,შარშანდელზე უკეთესიც იქნებოდა.
სოსო
21 მაისი 2024 11:54
5
გლა-ს.გლა,შენს პატივმოყვარეობას თუ დააკმაყოფილებს გეტყვი,რომ დღეს რაც ხდება,სწორედ დღევანდელი მთავრობის ბრალია.წინა რეჟიმის დანაშაულობათა დოკუმონტები,არ უნდა გაენადგურებინათ და პასუხი ეგებინებინათ,სწორედ პარტიის,როგორც იმ საშინელებათა ავტორისათვის.რომ ამბობ,წარსულის შიშით ცხოვრობსო,საშინელი წარსული მახსოვს კარგად და ამ საშინელი წარსულის დაბრუნება რომ არ მინდოდეს,გასაკვირია?ახალგაზრდებმა არ იციან,მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს და ისიც ვიცი,რომ მაშინაც სიცრუით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ახლაც იგივეს აკეთებენ.პროტესტანტები აცხადებდნენ,ნაცებს ჩვენ გვერდით არ გავიკარებთო,მაგრამ უკვე აღარც მალავენ,რომ ახალგაზრდების ზურგს უკან,სწორედ ისინი დგანან და თუ ,მთავრობა დაამხეს,ახალგაზრდობა კი არა,სწორედ ისინი ჩაიგდებენ ხელისუფლებას და დღევანდელი ძალადობა,მონაგონი იქნება.ვისაც 2007 წლის 7 ნოემბრის პროტესტების დარბევა და 2011 წლის 26 მაისის ხოცვაჟლეტა ახსოვს,ამაში დამეთანხმება.არც სახიფათო მმოწინააღმდეგეების დახოცვას ერიდებოდნენ და და არც სამაგალითო.საჯარო მკვლელობებს.არც ჯარის გამოყენებას ერიდებოდნენ,ამ მიზნით და არც ავიაციის გამოყენებას.უამრავი ხალხის ჩარეცხვასა და არსებობის საშუალების გარეშე დარჩენაზე აღარაფერს ვიტყვი.დიახ,ნამდვილად მეშინია მათი დაბრუნების.ღმერრტმა დაიფაროს და ისინი თუ დაბრუნდნენ,დღეს პროტესტებით გამოსული ახალგაზრდობა,ძალიან მალე საკუთარ ტყავზე იწვნევს,მათ მოძალადე ბუნებას,მაგრამ უკევ აღარ იქნება ძალა,რომელიც მათ ძალადობას შეაჩერებს.
სოსო
22 მაისი 2024 21:06
0
Ზუსტად მასეა ძმაო
გ.შ.
22 მაისი 2024 11:59
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული