სერია A-ში მაისის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას გოლი დაასახელეს, - ამის შესახებ ლეგა კალჩოს საიტი იტყობინება.
გამოკითხვაში კვარაცხელიას მიერ "ფიორენტინას" კარში საჯარიმოდან გატანილმა გოლმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ხვიჩამ "ნაპოლიში" პირველად გაიტანა საჯარიმოდან, მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე ჩემპიონატის 33 მატჩში 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.