"სპეციამ" გელაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "სპეციამ" სერია B-ში დიდი ბრძოლის შედეგად ადგილი შეინარჩუნა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იჯარით აყვანილ 23 წლის მცველს, ივა გელაშვილს, გამოემშვიდობებოდნენ, თუმცა spezia1906 La Nazione-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართველს დაიტოვებენ.

აღნიშნულია, რომ კლუბი აქცენტს შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე გააკეთებს, ხელმძღვანელობის აზრით, გელაშვილს საჭირო უნარები და პერსპექტივა გააჩნია, გადაწყვიტეს დამატებითი შანსი მისცენ და იმაზე ხშირად მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

ერთი სიტყვით, "სპეცია" ივას ბათუმის "დინამოსგან" გამოსყიდვას და კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმებას აპირებს.

გელაშვილმა ჩემპიონატის 9 მატჩში 1 გოლი
გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დარჩენა მთავარი არ არის, უნდა ითამაშოს თორემ რა აზრი აქვს იმ გუნდში ყოფნას სადაც არ გათამაშენენ.
Givi
09:58 23-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული