"კვარას" შეუძლია წავიდეს - პრეზიდენტი შანტაჟირების უფლებას არავის არ აძლევს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა ოსკარ მაგონიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 1 Station Radio-ს ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო კლუბში", ლუკა ჩერჩონესთან ერთად ისაუბრა:

"როგორი იქნება "კვარას" მომავალი? იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლისთან" გარკვეულწილად ხანგრძლივვადიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, ბევრი რამის ცოდნა არც ისე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, პრეზიდენტს თავისი პოზიცია გააჩნია და ასე ვთქვათ, ფეხბურთელებს "შანტაჟირების" უფლებას არ აძლევს. ვისაც კლუბთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, შეთანხმება უნდა დაიცვას.

მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშემ თავის მომავალთან დაკავშირებით არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ქართველის საკითხი "ნაპოლიში" ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიმაჩნია. თუ დარჩენის სურვილი არ
აქვს, შეუძლია წავიდეს. ჩემს დროს ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებისას პირობებს ვასრულებდით. ეს ასე იყო. ხელშეკრულების გაფორმებისას შენთვის ხომ არავის მიუბჯენია საფეთქელზე პისტოლეტი".

მკითხველის კომენტარები / 15 /
თქვენ დროს არცერთი იყავით კვარას დონის ფეხბურთელი. მაგას დაფასება უნდა
Gio
24 მაისი 2024 07:55
1
როგორ მწარედაც არ იყოს, კაცი მართალს ამბობს. მართლა ვინ აძალებდა ეგრეთ ხელშეკრულებაზე(უდაბლესი ხელფასი, გამოსასყიდი თანხის არ შეყვანა და ა. შ.) ხელის მოწერას????!!!!!!
აგენტი გყავს(ეგრეთი აგენტი ჩემს მტერს მისცეს), მამამისიც მაგ "კუხნიდან" შორს არაა, იცის ყველაფერი.
უბრალოდ თავს ნუ მოიკლავს მინდორზე, ითამაშოს როგორც ეკაიფება.
ნიკი
24 მაისი 2024 06:44
8
ახალგაზრდას სამსახურში რომ იღებენ,რაღაც საკმაოდ მცირე ხელფასს უნიშნავენ და იგულისხმება,რომ თუთავს გამოიჩენს,თანამდებობასაც მოუმატებენ და ხელფასსაც.გუნდის გადამწყვეტი მოთამაშე გახდე და ისევ სტაჟიორის ხელფასზე გამუშაონ,ორი წელი,კონტრაქტის სიმტკიცეზე კი არა,მმართველის უნამუსობაზე მეტყველებს.ახალი სტადიონის აშენებას აპირებს და ჩემპიონი გუნდისათვის,არავითარი მატერიალური სტიმულაცია არ გაიმეტა.ამ სეზონში,ფეხბურთელები ამიტომაც არ იკლავენ თავებს.ააშენოს სტადიონი,მაგრამ ფეხბურთელების საყიდელი ფული აღარ ექნება რომ გუნდი გააძლიეროს და მაინც ფინანსურ ზარალში დარჩება,უვარგის გუნდთან ერთად.სულ ცოტა რამდენიმე წელი,დე ლაურენტისის საქციელი,ყველას ეხსომება და გუნდში ვერც მწვრთნელს მოიყვანს,წესიერს და ვერც ფეხბურთელს.დღეს დე ლაურენტისს,დაბადების დღე აქვს და 75 წლისა გახდა.დაახლოებით 80 რომ გადააბიჯებს,მაშინ შეიძლება ცოტა მიივიწყონ მისი ისტორიები,მაგრამ იმ დროისათვის,უკვე იმ ასაკში იქნება და ფინანსურადაც ისე იქნება დაზარალებული,რომ მისი და ნაპოლის ფეხზე წამოდგომა,შეუძლებელი მგონია.წინა სეზონში,დე ლაურენტისი ლილიან ქვევრში ჩავარდა,მეფე მელიასავით და იმედიაქვს,კიდევ ვიპოვიო,ლილიან ქვევრს,მაგრამ როგორ გგონიათ,იპოვის?!ვერ იპოვის.ერთადერთი შანსი,გუნდის მართვის, სხვისთვის გადაცემა მგონია,მაგრამ არც მაგას გააკეთებს.
სოსო
24 მაისი 2024 20:13
0
ვინმემ შეთავაზა უკეთისი პირობები და არ წავიდა? ხვიჩას მაგრად გაუმართლა ნაპოლიში რომ მოხვდა სპალეტისთან. ტოპ 5-ში ადაპტაციისთვის და თავის გამოსაჩენად უკეთეს გუნდში სად მოხვდებოდა????
ნუგზარი
24 მაისი 2024 17:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული