ვისთვის იქნება დღეს ბოლო მატჩი "ნაპოლიში" და გავა თუ არა გუნდი კონფერენს ლიგაზე?

AutoSharing Option
ევროპული საკლუბო ფეხბურთი სეზონს ასრულებს და გზას ევროპის ჩემპიონატს, შემდეგ კი კოპა ამერიკას უთმობს. ბოლო მატჩს ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიც". საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, "დიეგო მარადონაზე" "ლეჩეს" უმასპინძლებს (20:00 სთ). მანამდე ცოტა ადრე (18:15 სთ) ითამაშებს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" და სეზონს "სელტასთან" სტუმრობით დაასრულებს. საქართველოს ნაკრების საჩემპიონატო განაცხდში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელის მატჩებიც გველის...

"ნაპოლიმ" სეზონი ჩააგდო. მოქმედმა ჩემპიონებმა ჯერ რუდი გარსიას ხელმძღვანელობით დაიწყეს. პრეზიდენტმა დე ლაურენტინსმა მას ბევრი დრო არ მისცა და ძველი ნაცნობი, ვალტერ მაცარი მოიწვია, რომელიც "ბარსელონასთან"
მატჩის წინა დღით სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელ კალცონათი ჩაანაცვლა. გუნდი ახლოსაც არ ყოფილა შარშანდელ სტაბილურობასთან, რგოლებს შორის სინქრონულ კავშირთან თუ დაცვაში საიმედოობასთან. ამ ფონზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ობიექტურად შეფასება რთულია. მას ისევ მშვენიერი სტატისტიკური მონაცემები აქვს, 11 გოლი, 6 შედეგიანი მოქმედება (ყველა ტურნირზე - 9), თანაგუნდელებისთვის ბევრჯერ შესრულებული ძალიან კარგი პასი, დრიბლინგები, კარისკენ დარტყმები და ეს გაძლიერებული მეურვეობის ფონზე, როცა ნახევარდაცვა მისთვის სივრცეების გათავისუფლებას ვერ ახერხებს.

დი ლორენცოს "გაზეტამ" "ინტერის" მაისური "ჩააცვა"

Sportall.Ge

"კვარას" ჰქონდა ემოციური მომენტები, როცა მსაჯებთან შეკამათების გამო გუნდშიც დისკვალიფიცირებული იყო და ნაკრებშიც. შემდეგ ამაზე იმუშავა, შედეგიანობაც მოვიდა და უფრო მშვიდი გახდა. პრევიუში ამას ნაკლებად ვეხებოდით, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული ზეწოლა მის მიმართ სამშობლოდან, თითოეულ ქმედებაზე გამოხმაურება თუ ზოგჯერ პირიქით, არგამოხმაურებაზე მოქმედება. ხვიჩამ ჩვენი ფეხბურთის დიდი ხმაა და ჩვენი სიტყვა ევროპის ჩემპიონატზეც უნდა ვთქვათ!..

ვისთვის იქნება ეს მატჩი "ნაპოლის" რიგებში უკანასკნელი? პირველ რიგში, მწვრთნელ კალცონასთვის. რაც ნამდვილად ვიცით, პიოტრ ზელინსკისთვის. მას ახლა ტრავმა აწუხებს. წასასვლელადაა გამზადებული ვიქტორ ოსიმენიც, ტრავმირებულია მარიო რუი. წასვლაზე უჭირავს თვალი კაპიტან დი ლორენცოსაც. ცუდ ხასიათზე იქნება სპალეტის მიერ "სკუადრა აძურას" მიღმა დატოვებული მატეო პოლიტანო. იქნება ეს მატჩი ბოლო კვარაცხელიასთვის? მასსა და პსჟ-ზეც ბევრს წერენ...

"ნაპოლის" სეზონი ერთ ფოტოში...

Sportall.Ge

რაც შეეხება ბოლო ტურს, "ნაპოლის" შანსი აქვს კონფერენს ლიგაზს მეცხრე ადგილითაც გავიდეს (კონფერენს ლიგის ფინალში "ფიორენტინას" შედეგს დაელოდებიან), მაგრამ ის ამ პოზიციასაც ვერ იკავებს და ახლა აქ საბა საზონოვის "ტორინოა" (ეს გუნდები პარალელურად ითამაშებენ). წარმოიდგინეთ, მოქმედ ჩემპიონებს საკუთარ მოედანზე უკვე სამი თვეა, არ მოუგიათ. პირველ წრეში ნეაპოლელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს, ხვიჩამ კი ვიქტორს გაატანინა. რადგანაც რვა საუკეთესოში ვერ გადის, 2009 წლის შემდეგ პირველად, "ნაპოლი" ქვეყნის თასზე ადრეულ ეტაპზევე (აგვისტოში) ჩაერთვება. ბოლო ტურის დაპირისპირების მთავარი მსაჯი ფედერიკო დიონისი იქნება.

გაირკვა პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის გუნდის მეტოქუს ვინაობა. "მეცი" გავარდნისგან თავის დასაღწევად "სტ.ეტიენს" 30 მაისსა და 2 ივნისს შეხვდება.

26 მაისს (20:30 სთ) "ალკორკონს" დაუხვდება გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", ესპანეთის რანგით მეორე ჩემპიონატს კი 2 ივნისს დაასრულებს.

26 მაისს (21:00 სთ) დაასრულებს სეზონს ევროპირველობისთვის ნაკრებში გამოძახებული ანზორ მექვაბიშვილი. მისი "კრაიოვა" კონფერენს ლიგაზე გასასვლელ ფინალში "კლუჟს" შეხვდება. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი კლუბს მეორე ნაწილში შეუერთდა.

27 მაისს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს საბა კვირკველიას (უკანასკნელ ტურში ზურგის ტკივილის გამო შეცვალეს, მაგრამ სერიოზული არაფერია) "ალ ახდუდი". ისინი გავარდნისთვის მთავარ მოწინააღმდეგე "ალ ტააეს" ესტუმრებიან (22:00 სთ), მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულნი.

პირველ ივნისს მთავრდება ირანის ჩემპიონატი, გიორგი გველესიანი და "ჯვაროსნებს" შემდეგ შეუერთდება; 2 ივნისს თასის ფინალი აქვს აზერბაიჯანში "ყარაბაღს" ("ზირასთან") და მეკარე ლუკა გუგეშაშვილი შემდეგ თავისუფალი იქნება.

აშშ-ში ჩემპიონატი გრძელდება, მაგრამ მისი შეწყვეტა მოუწევს საბა ლობჟანიძეს; 2 ივნისის შემდეგ ეროვნული ლიგაც დაისვენებს, სადაც გიორგი ლორია და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ.

ნელ-ნელა ნაკრებსა და ევრო 2024-ზე სრულად გადავერთვებით!

alt"კვარას" შეუძლია წავიდეს - პრეზიდენტი შანტაჟირების უფლებას არავის არ აძლევს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 18 /
დი ლორენცომ ოფიციალურად მოითხოვა, რომ ტრანსფერზე დააყენონ.
რეალობა
24 მაისი 2024 11:15
1
Gazzetta dello Sport: აურელიოს უნდა, რომ ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ახალ კონტრაქტში იყოს 150 მილიონი ევრო.
რეალობა
24 მაისი 2024 11:14
2
26 მაისი წერია არაერთ ადგილას (ბევრი თამაშია მაგ დღეს), ერთგამ ივნისი ეწერა, ვიღაცამ აღმოაჩინა და ახლა ელის, გმირად როდის შევრაცხავთ.
ადმინი
24 მაისი 2024 10:48
4
ფიორენტინას მაინც ვერავინ ეწეოდა, თუ მაგთ მოიგეს კონფერენს ლიგა, ევროპა ლიგაზე გაფავლენ და მეცხრე გავა კონფერენსზე, მაგრამ მანდაც არაა ნაპოლი, როგორც წერია. ამას მიზერულ შანსს თუ დავარქმევთ
მწვრთნელს
24 მაისი 2024 10:41
0
გუშინ კვირკველიამ არაბეთში ტრავმა მიიღო და მე 18 წუთზე შეცვალეს, ხომ არ იცით რა მოუვიდა?
Givi
24 მაისი 2024 10:39
0
ასე მგონია,ნაპოლიმ ევროთასებისთვის,დემონსტრაციულად არ იბრძოლა.ეს იყო ფეხბურთელების პასუხი,დე ლავრენტისის მათ მიმართ დამოკიდებულებაზე,ჩემპიონად გახდომის შემდეგ.დაუფასებლობა დაინახეს და მომდევნო სეზონში,მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობენ.მხოლოდ კვარა არ არის შეურაცხყოფილი.ეტყობა მთელი გუნდი ასეა,თორემ სეზონის მეორე ნახევარში,დი ლორენცოც კი აღარ თამაშობს.ასეთი კვალიფიკაციის ფეხბურთელი,ასე არ ამოვარდებოდა ფორმიდან.
სოსო
24 მაისი 2024 10:33
5
ღვთისავარ, გუშინ ფიორენტინამ კალიარის გასვლაზე მოუგო 3-2 და ვერც ტორინო და ვერც ნაპოლი ვეღარ დაეწევა (კიდევ გაგდადებული ტამაში აქვს ფიორენტინას ატალანტასთან მარაგში)! ფიორენტინამ თუ მოიგო 29-ში კონფერენს ლიგა, როგორც ატალანტამ ევროპის ლიგა, აი მაგ შემთხვევაში რა ხდება ეგ გაგვარკვიე, თუ შეიძლება!
მწვრთნელი
24 მაისი 2024 10:18
0
აურელიოს დაბადების დღეა. 75 წელი შეუსრულდა.
რეალობა
24 მაისი 2024 10:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული