
Inside Celtic ახლა უფრო შორს წავიდა და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაამხილა. წყარო წერს, რომ გუნდები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და მოსალოდნელ გარიგებაზეც დაილაპარაკეს, უკრაინული მხარე კი შოტლანდიელებისგან 22 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს ითხოვს.
ინფორმაციისთვის, აზაროვის გადაბირებით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს გუნდებიც ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.
არ აღიარებდა და ვითომ შენგელია,წიტაიშვილს აბრალებდა აზპროვის გამოუძახებლობას, ეხლა უბრალოდ გზა მოჭრილი აქვს, ან გამოიძახებს აზაროვს ან პირდაპირ უნდა თქვას რომ პირადი ურთიერთობის გამოო.
პ.ს. იმედია იმიათ არ გაიმართლებს თავს რომ კანკავა საყრდენია და აზაროვი ფლანგის მოთამაშე.