"სამყარო გადაირია - მიდი, ხვიჩა "ბიჩო", გაექეცი დე ლაურენტისს" - რუსები კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე

AutoSharing Option
დღეს "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროს შეიძინოს. ეს სიახლე sports.ru-მ გამოაქვეყნა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია. აი, რას წერენ რუსი გულშემატკივრები კომენტარებში, რომელთა ნაწილი შესაძლო ტრანსფერს ობიექტურად აფასებს, ნაწილი კი - პირიქით, ზიზღით, შურითა და ირონიით.

- პსჟ-ში საფონოვსა და ხვიჩას ველით.
- შეიხების სურვილი მაკრონის ცხვირწინ რუსეთის პრემიერლიგის დესანტის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ირონიულია.
- ხვიჩას თამაშით მთელი აღფრთოვანების მიუხედავად, მას მბაპემდე ბევრი უკლია.
- მბაპეს შეცვლა ყველას გაუჭირდება.
- ქართველის ჰეიტერი არ ვარ, მაგრამ
ძალიან გაპიარებულია. ზედმეტად სწორხაზოვანია და ტექნიკურადაც არაა ტოპი.
- პასუხი: კიკნაძე (ლოკომოტივის ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელმაც კვარაცხელია გუნდში არ დიტოვა), ეს შენ ხარ?
- მადლობა "გენიალურ" ხელმძღვანელ კიკნაძეს, კიდევ ერთხელ.
- ბათუმიდან პსჟ-მდე ორ წელიწადში 100 მილიონი, სამყარო გადაირია.
- პსჟ-ს კარგად პროგრესირებადი ბარკოლა ჰყავს, რაში სჭირდება ხვიჩა?
- იმისათვის: 1. ბარკოლა პროგრესირებს, მაგრამ საჭიროა აქ და ახლავე მზა მოთამაშე. 2.არის ასეთი რამ, რასაც როტაცია ჰქვია.
- ბარკოლა "ნაპოლიში" რომაა ლინდსტრიომი, თამაშით იმის ტყუპისცალია.
- თუ მართლაც უნდათ პარიზში მისი ნახვა, თავისუფლად გადაუხდიან 15-16 მილიონს. მბაპეს წასვლის შემდეგ სახელფასო განაკვეთიდან 40 მილიონი გამოუნთავისუფლდათ.
- "ნაპოლისთვის" 120 მილიონად მისი გაყიდვა გრანდიოზული წარმატება იქნება.
- თუ არ ვცდები, რუსეთის პრემიერლიგის არცერთი ფეხბურთელი ასე ძვირი არ ღირდა.
- ბარკოლა ხვიჩაზე ნაკლები არაფრითაა. "ნაპოლიმ" სასწრაფოდ უნდა გაყიდოს, რადგან ამხელა ფულს არავინ შესთავაზებს.
- ხვიჩა ჩინებულად აწოდებს ბურთს საჯარიმოში, კარგად ურტყამს, ახლახან საჯარიმოდან მაგარი ჩააჭედა კარში. იქ სულელები კი არ არიან, აკვირდებიან. ასე ტყუილუბრალოდ "ბარსაში" და პსჟ-ში არ გიხმობენ.
- მბაპეს შემცვლელი ტიუკავინი იქნება).
- 100 მილიონი ნამეტანია. გაუშვი "ნაპოლი". "კვარა" - მიდი ბიჩო.
- რუსეთის მეორე ლიგის მოთამაშის კვალობაზე ურიგო შეთავაზება არაა.
- სიგიჟე იქნება, თუ დე ლაურენტისი ასეთი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის, თუმცა მას ამის გაკეთება შეუძლია.
- ამ მომენტში მბაპე ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ხვიჩა როგორც ფეხბურთელი, უფრო სიმპათიურია. ესთეტიკური და ტექნიკურია.
- უნდა ივაჭრონ, თუნდაც 120 მილიონზე.
- "ნაპოლიდან" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიქცეს.
- დე ლაურენტისისგან ვერ გაიქცევი.
- დაე წავიდეს ეგ მოღალატე, აქ სეზონი ჩააგდო, ტონობით მომენტები ვერ გამოიყენა.
- რა პსჟ, ხვიჩამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უნდა იყაროს კენჭი.
- გოლოვინი და მირანჩუკიც წაიყვანეთ და შეიძლება სანია კოკორინმაც გაქაჩოს.
- გასულ წელს ამდენი ღირდა, ახლა კი - არა.
- ინგლისში წავიდეს, ჩემთვის მათი სიძულვილი უფრო ადვილია.
- გუნდში, რომელიც კრიზისში ჩაეფლო, ორი მწვრთნელი გამოიცვალა, ხვიჩამ ამ სეზონში ნორმალური შედეგი აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენჯერ წააქციეს და რამდენი პენალტი დაინიშნა, სავსებით ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთება.
- 20 შედეგიანი მოქმედება აქვს - 11+9.

მკითხველის კომენტარები / 28 /
რაში გვაინტერესებს რუსები რას წერენ, თქვე რუსეთუმეებო, თქვენა
პატრიოტი
24 მაისი 2024 21:23
31
გიგო, თხას მიხედე, თხას – შენებურად – კაზიოლს
მერაბი
25 მაისი 2024 14:58
0
რამდენი ნეხვია ამ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს აყროლებაშეუძლიათ.
გიგო
24 მაისი 2024 21:55
9
რა ბრძანეთ, რუსეთს რაა?
მანფრედ კალცი
24 მაისი 2024 20:57
16
რაში გვაინტერესებს ღრუსების რომლების დედებმაც კი არ იციან ვისგან ჰყავთ მათი ნაშიერები გაჩენილი იმათი კომენტარების კითხვა? ტვინ ნაღძობი ერია... უნეტაზი მაქვს შესაცვლელი და როგორ გავგზავნო დუმაში დამაკვალიანეთ
რონი
24 მაისი 2024 20:42
17
კაკუნა წადი ბიძია ბიძოს ჩაკიდე ხელი და გაქუსლეთ მოსკოვებში.. გულის წვერში მოგხვდა არა პატარავ??!
აკაკის
25 მაისი 2024 10:32
2
რონი მაგ შტერობას რო მწერ ტვინნაღრძობი შენ უფრო არ ხარ? ტიპები რაღაცას ფეხბურთზე წერენ და რა სიდებილეს წერ? ვიღაც რიგით ამარიკელებს რომ დაეწერა დაგაინტერესებდა? ამაში განსხვავებააო იმედია არ იტყვი და არ დააბრეხვებ კიდევ ერთ სისულელეს.
აკაკი
25 მაისი 2024 00:12
16
ყველა გამოხმაურება
ჩვენი მსოფლიო რუსეთია
ღრუზინი
24 მაისი 2024 20:07
20
კობახიძე,გამოდი.გიცანით)))
Walter White
25 მაისი 2024 09:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული