მიქაუტაძეზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება - გიორგის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოისურვეს

AutoSharing Option
ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოინდომეს.

23 წლის თავდამსხმელის დამატებით მადრიდის "ატლეტიკო" და "სევილია" არიან დაინტერესებულნი. ანდალუსიელები ჩვენებურს ფლანგის შემტევის ვარიანტზე განიხილავენ, რადგან ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელები უკვე ჰყავთ.

გარდა ზემოთ ხსენებული 2 კლუბისა, მიქაუტაძის სახელს ლიგა 1-ის "მონაკოს", "მარსელსა" და "რენსაც" უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი "აიაქსის" საკუთრებაა და "მეცში" ამჟამად იჯარის წესით ასპარეზობს, სადაც მიმდინარე საფრანგეთის ჩემპიონატში 20 (გაყიდვამდე და იჯარით აყვანის შემდეგ ჯამში) შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
საფრანგეთს გარეთ სხვა კლუბებში გაუჭირდება თამაში.
ჯუჯი
25 მაისი 2024 12:55
28
არ დაიღალეთ ამ მარჩიელობით?დაიწყება ახალი სეზონისათვის მზადება და მაშინ გაირკვევა, ვინ სად გადავიდა.
გელა2
25 მაისი 2024 12:33
6
თუ მაინც საფრანგეთის ჩემპიონატს ფარგლებს გარეთ გავა ალბათ საუკეთესო ვარიანტი ატლეტიკო იქნება. ვფიქრობ ჩვენებური იდეალურად მოერგება გუნდის სათამაშო სტილს, გარდა ამისა რეგულარულად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და შიდა ჩემპიონატშიც მუდმივად ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს, რაც მას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
soc.press
25 მაისი 2024 11:55
1
ჩემი აზრითაც ატლეტიკოს კარგად მოერგება, მაგრამ ფლანგზე რამდენად შეძლებს თამაშს არ ვიცი
Noko
25 მაისი 2024 12:22
2
ჩემი აზრით ამ ეტაპზე უკეთესია საფრანგეთის რომელიმე კარგ გუნდში თუ გადავა! ადაპტაციის გავლა მაინც აღარ დაჭირდება!
რერო
25 მაისი 2024 11:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული