"ნაპოლიმ" "ლეჩე" ვერ დაამარცხა - "პარტენოპეი" ევროტურნირების მიღმა დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში "ნაპოლისა" და "ლეჩეს" მატჩი 0:0 დასრულდა. "პარტენოპეის" მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ ვიხილავთ.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ და დორგუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ნეაპოლელებს მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, აქტიურ კვარაცხელიას კი ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანს არ აძლევდნენ და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში კალცონას გუნდი გააქტიურდა, არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამრიგად, გასული წლის სერია A-ს გამარჯვებულმა "ნაპოლიმ" ჩემპიონატში 53 ქულით მე
-10 ადგილი დაიკავა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლეჩე 0:0

altვისთვის იქნება დღეს ბოლო მატჩი "ნაპოლიში" და გავა თუ არა გუნდი კონფერენს ლიგაზე?

მკითხველის კომენტარები / 7 /
წერეს და წერეს,ნაპოლი ევროთასებზე გასასვლელად იბრძვისო,მაგრამ ან ადრე,ან ახლა,ბრძოლისა რა ეტყობოდათ?მშვენიერი ამხანაგური მატჩი იყო.მხოლოდ ნგონგი თუ ნგონჟი(სწორი რომელია არ ვიცი) ცდილობდა საკუთარი დაბადების დღისთვის საჩუქრის გაკეთებას.გუნდმა კი დე ლაურენტისს,სიწუწკეზე ასე უპასუხა.რამდენსაც გვიხდი,იმდენისას ვითამაშებთ,რაკი შრომის დაფასება არ გინდაო! მწვრთნელებმა მოფერებითაც სცადეს,დაშინებითაც და მუქარითაც,მაგრამ ამაოდ.
სოსო
00:33 27-05-2024
5
ჯერ კიდევ შარშან, მარტში ვიცოდი, უკან-უკან რომ წავიდოდა კვარაცხელიას და ნაპოლის საქმეები, მაგრამ ამდენს არ ველოდი, მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
დიდებულება მისი აქ არის
22:10 26-05-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული