Le Parisien: პსჟ-სთვის პრიორიტეტული კვარაცხელიაა და არა ბერნარდო სილვა

AutoSharing Option
"პარიზიენის" მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ პსჟ-სთვის მთავარი "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაა.

- გამარჯობა, ბერნარდო სილვას "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი ისევ განიხილება?
- დილა მშვიდობისა. აპრიორი არ არის. გასულ კვირაში ორმა ლუისმა (ენრიკემ და კამპუშმა) სასურველი ფეხბურთელების სია დაადგინეს. მარჯვენა გარემარბის დამატება უკვე აქტუალური არ არის. კლუბი, პირველ რიგში, მარცხენა გარემარბს ეძებს და პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც "ნაპოლიში" თამაშობს.

რამდენიმე დღის წინ "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა "ნაპოლის" კვარაცხელიაში
100 მილიონი ევრო შესთავაზოს, "ეკიპის" ცნობით კი, პირველ ჯერზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 60-მილიონიანი წინადადებით მიმართავენ. spazionapoli-ს მტკიცებით, დე ლაურენტისი "კვარას" 150 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა.

alt"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

altმერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

alt"ნაპოლიმ" ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, "არსენალმა" კვლავ უშედეგოდ იბრძოლა... - რა ვნახეთ ევრო 2024-ის წინ

altკონტე "ნაპოლისთან" ბოლო დეტალებს ათანხმებს - იტალიელმა "პარტენოპეის" ამ ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
150-მილიონზე ნაკლებათ ვერ შეელევაო,,ვერ კიარა არ შეელევა მაინც დაწერეთ უფრო სწორი იქნება თქვენი მხრიდანაც და სიტუაციურადაც,,ლაურენტისი მაგარი გაიძვერა-გოთვერანი კაცია კარგად მახსოვს რა გაუკეთა გუნდის კაპიტან კულიბალის და ასევე კლუბის ლეგენდებს ინსინიეს,ჰამშიკს,მერტენსს, ამის შესახებ აქ კომენტარში მაქვს დაწერილი კვარა რო გადადიოდა ნაპოლიში მაშინ რო მაქსიმალურად ფრთხილი და გონივრული კონტრაქტი უნდა დაედო კვარას მაგალითად გამოსასყიდი თანხის მითითება ან კონტრაქტის გაწყვეტა შესაბამისი პირობების არ ქონის გამო,ყოველ წელს კონტრაქტის გადახედვის მოთხოვნით მოთამაშის თამაშიდან გამომდინარე ან ტრანსფერმარკეტის მიერ დადგენილი სატრანსფერო თანხის შესაბამისი ფასის გადახდით კონტრაქტის შეწყვეტა,,ამ პუნქტებიდან ერთი რო მაინც ჩაედოთ კონტრაქტში (არადა კარგი აგენტი ყველას ჩააწერინებდა)) დღეს კვარა გაცილებით იოლად დააღწევდა თავს ამ გოთვერან კაცს, დღეს კიდე იმისიც გვეშინია ჯიბრში არ ჩაუდგეს კვარას და სკამზე არ დასვას თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს არადა მაგაზეც უნდა იდოს კონტრაქტში პუნქტი თუ მოთამაშე გარკვეული რაოდენობის მატჩებში არ მიიღებს მონაწილეობას კონტრაქტის გადახედვა გაწყვეტაზე მაგრამ,,ეეჰ ჯუღელო ჯუღელოოო
gel-100
28 მაისი 2024 21:17
1
აი კლოუნი
!!
28 მაისი 2024 14:42
4
უეფას სამართალს რა ვუთხარი მე, როცა ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 1,2 მილიონა უხდი და გაყიდვით 150-ად აფასებ. ეს რა უბედურებაა?! სადაა დაანონსებული გამოთვლითი სატრანსფერო გამოთვლითი სისტემის დანერგვის კომპიუტერული მექანიზმი?
ლაშა
28 მაისი 2024 08:28
3
დავით, ეს ოფცია ანონსდებოდა და კომპიუტერი დაითვლიდა თუ რამდენი უნდა თირდეს რეალურად ესა თუ ის ფეხბურთელი, ასევე გამომდინარე მისი ჯამაგირიდან და არანაირად არ უნდა ჰქონდეს უფლება პრეზიდენტს ფეხბურთელებზე ბატონობისა, შედეგად კლუბი დაზარალდა. ეს მონობაა ფაქტიურად დააძალო დასაქმებულს, მოდი მცირე ხელფასს მოგცემ, მაგრამ ძვირაფ გაგყიდი!…
ლაშა
28 მაისი 2024 12:26
3
უეფა რა შუაშია?ვინ დააძალა კაბალურ ხელშეკრულებაზე რო ხელს აწერდა?თან 2027 წლამდე?სულ სხვებზე გადაბრალება კი გვიყვარს მარა თავი რისთვის გვაქვს.
დავითი
28 მაისი 2024 10:49
9
პსჟ-მ ვინისიუსი წაიყვანოს.
რეალში ადგილი გათავისუფლდება.
რეალობა
28 მაისი 2024 08:24
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული