Le Parisien: პსჟ-სთვის პრიორიტეტული კვარაცხელიაა და არა ბერნარდო სილვა

AutoSharing Option
"პარიზიენის" მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ პსჟ-სთვის მთავარი "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაა.

- გამარჯობა, ბერნარდო სილვას "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი ისევ განიხილება?
- დილა მშვიდობისა. აპრიორი არ არის. გასულ კვირაში ორმა ლუისმა (ენრიკემ და კამპუშმა) სასურველი ფეხბურთელების სია დაადგინეს. მარჯვენა გარემარბის დამატება უკვე აქტუალური არ არის. კლუბი, პირველ რიგში, მარცხენა გარემარბს ეძებს და პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც "ნაპოლიში" თამაშობს.

რამდენიმე დღის წინ "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა "ნაპოლის" კვარაცხელიაში
100 მილიონი ევრო შესთავაზოს, "ეკიპის" ცნობით კი, პირველ ჯერზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 60-მილიონიანი წინადადებით მიმართავენ. spazionapoli-ს მტკიცებით, დე ლაურენტისი "კვარას" 150 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა.

alt"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

altმერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

alt"ნაპოლიმ" ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, "არსენალმა" კვლავ უშედეგოდ იბრძოლა... - რა ვნახეთ ევრო 2024-ის წინ

altკონტე "ნაპოლისთან" ბოლო დეტალებს ათანხმებს - იტალიელმა "პარტენოპეის" ამ ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
უეფას სამართალს რა ვუთხარი მე, როცა ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 1,2 მილიონა უხდი და გაყიდვით 150-ად აფასებ. ეს რა უბედურებაა?! სადაა დაანონსებული გამოთვლითი სატრანსფერო გამოთვლითი სისტემის დანერგვის კომპიუტერული მექანიზმი?
ლაშა
08:28 28-05-2024
3
პსჟ-მ ვინისიუსი წაიყვანოს.
რეალში ადგილი გათავისუფლდება.
რეალობა
08:24 28-05-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული