"კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი მაგიდაზეა" - დი მარციო ხვიჩას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე წერს

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევს, - ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს სწრაფი შემტევები სჭირდება, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქის მცველების მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელია სწორედ ასეთია და იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ კი თავის საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა:

"კილიან მბაპესთან დამშვიდობების შემდეგ პსჟ შეტევის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და
იტალიისკენ იყურება. ფრანგულმა კლუბმა კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი ევრო მაგიდაზე დადო. ამიტომ ახლა "ნაპოლი" (რომელიც საკითხს კონტესთან ერთად განსაზღვრავს) გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წინადადება".

მკითხველის კომენტარები / 27 /
ლავრენტა მინიმუმ 10 მილიონს კიდე დაამატებინებს ...
Lasha
29 მაისი 2024 07:57
2
კაით რა ისე აძლევთ რჩევებს თითქოს მას ეკითხებოდეს ვინმე სად წავა და სად არა.
Yoko Ono
29 მაისი 2024 00:05
4
რით ვერ გაიგეთ ხვიჩა შემდგარი ვარსკლავია და ნებისმიერ გუნდში ძირითადის მოთამაშე იქნება. ასე რომ არ იყოს სერია ა სში როგორ გახდებოდა სადებიუტო ჩემპიონატში საუკეთესო.
გიორგი
28 მაისი 2024 23:36
2
უნდა წავიდეს. ხვიჩა იღბლიანია, კვლავ ამ დროს 3 თასს ჩაიხუტებს, 2 საფრანგეთისას და 1 ჩემპიონთა ლიგისას. შეიძლება ბომბარდირიც გახდეს. ვუსურვოთ წარმატებები. ნაპოლი უკვე წარსულია.
ვეფხო
28 მაისი 2024 23:25
3
სამწუხაროთ ხვიჩას ძალიან ცუდი კონტრაქტი აქვს ნაპოლისთან! მაგრამ, თუ წავა პსჟ-ე არა, კარგი ვარიანტი იქნება დორტმუნდის ბორუსია,მიუნხენის ბავარია, მანჩესტერ იუნაიტედი ან მადრიდის ატლეტიკო, ეს გუნდები თამაშობენ შემტევ ფეხბურთს რომელიც ხვიჩას ძალიან მოსწონს! რეალი ან სიტი ძალიან კარგია, მაგრამ ხციჩას რამდენად მისცემენ სათამაშო პრაკტიკას!!? რაც არ უნდა იყოს წარმატებევი ხვიჩას და ჩვენს ეროვნულ ნაკრებს
თემო
28 მაისი 2024 22:14
17
იქნებ გაგვანათლო და გვაჩვენო სად და როდის თამაშობს ატლეტიკო შემტევ ფეხბურთს?
სსს
29 მაისი 2024 10:04
1
Temo pegburrt bolos rodis uyure megobaro???atletiko da M.U. wels dzalian sazizgar dacvit pegburts tamashobdnen!!!germanelebshi getanxmebi.
L.J .
29 მაისი 2024 00:44
1
ყველა გამოხმაურება
რა პსჟ? რას გავს საფრამგეთის ჩემპიონატი? მაგას ჯობია ასტონ ვილაში გადავიდეს და პრემიერ ლიგაში ითამაშოს
სოფი ლორენი
28 მაისი 2024 22:11
22
ასიპროცენტით ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს და დავამატებ რომ პრემიერ ლიგაში ან ლალიგაში ორი ჩაგდებულითამაშის შემდეგ სათადარიგოში დასვავენ და ძირითადში თავის დამკვიდრება გუჭირდება საფრანგეთში უფრო ადვილად დაიმკვიდრებს თავს ლიგაზე თამაშით მეტი გამოცდილებას მიიღებს კლას აიმაღლებს და მერე რეალი აქეთ ეცდება მის გადაბირებას
ქართველი
28 მაისი 2024 22:05
3
ამჟამად ნაპოლს პსჟ ნებისმიერ შემთხვევაში სჯობია, ამიტომ უნდა წავიდეს. ამჟამინდელ ნაპოლში დარჩენა ხვიჩასთვის უაზროდ დაკარგული დროის ტოლფასია.
დურუ
28 მაისი 2024 21:55
1
რა უნდა მაგ ბარდაკში!?მხოლოდ ი ნ გ ლ ი ს შ ი !!!
ლექსო
28 მაისი 2024 21:51
12
100 მილიონი კარგი ფასია, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან სუსტია და იქ განვითარების პერსპექტივა დაბალი. სწორედ ამიტომაა, რომ მიუხედავად დიდი ფეხბურთელების შეგროვებისა, გუნდმა ევროტურნირზე ვერაფერი გააკეთა.
ჟორა გაბრიჭიძე
28 მაისი 2024 21:24
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული