საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

28 მაისს ჩვენი გუნდი ავსტრიის ქალაქ გეინბერგში არასრული შემადგენლობით ჩავიდა. ავსტრიული შეკრების პირველ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 29 მაისს გამართავს.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ვილი სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით
შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
არ მომწონს რა მარტო ერთი თამაში, რომ გვაქვს ამხანაგური.
რრრ
28 მაისი 2024 21:46
8
მე კიდევ პირიქით ეგ 1 თამაში რომ არის ეგეც არ მინდა!როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა უამრავი შემთხვევაა როდესაც დიდი ტურნირების წინ ასეთ ამხანაგურ უაზრო მატჩებში ბევრი წამყვანი ფეხბირთელი იღებს ტრამვებს.რომელო ერთი გაგახსენოთ ბატონო ბენზემა მარკო როისი და ა.შ
შახრუდინი
28 მაისი 2024 22:19
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული