"მოეწონება თუ არა ხვიჩა კონტეს?"- იტალიელი მწვრთნელის მეგობარმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
წამყვანი იტალიური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ "ნაპოლის" სულ მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი 10 დღეში გადაწყდება.

კონტეს მეგობარმა მიკელე პადოვანიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიოს ხელში თავიდან დაიბადება.

"კვარა" ნამდვილად განსაკუთრებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კონტეს ძალიან მოეწონება. ანტონიო ქართველს მოედანზე მოუძებნის ადგილს, საიდანაც ძველებურად შედეგიანი გახდება და მეკარესთან პირისპირ ხშირად აღმოჩნდება. იტალიელის ხელში ხვიჩა თავიდან დაიბადება.

თუ "ნაპოლი" ოსიმენს გაყიდის,
ამით "პარტენოპეი" უდიდეს სარგებელს ნახავს და ექნება საშუალება, რომ ერთ პოზიციაზე მინიმუმ 3 ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდეს", - განაცხადა პადოვანიმ.

შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ნაპოლიმ" კონტეს 3-წლიანი ხელშეკრულება და ანაზღაურების სახით სეზონში 9 მილიონი ევრო შესთავაზა.

alt"კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ "ნაპოლის" მატჩებს აღარ ვუყურებ" - ამბობს ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 6 /
"დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამს"!
777
01 ივნისი 2024 07:00
1
კონტე არი უძლიერესი სპეციალისტი რომელმაც ყველა გუნდში თითქმის ტიტული მოიგო, მის ხელში ძალიან ბევრი ვარსკვლავი გამოჩნდა და მოიხოდა. ამიტომ თუ კვარა და კონტე ერთმანეტშ გაუგებენ, ეს ხვიჩას დახვეწავს და იმაზე ბევრად მაგარი შედეგები ექნება ვიდრე აქამდე
nedved
31 მაისი 2024 20:29
2
კონტეს ერთ_ერთი მთავარი მოთხოვნა ხვიჩას დარჩენა იქნება მინიმუმ 1 წლით. იმიტომ 10 დღე დაასახელა ლაურენტამ რომ ხვიჩასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ჩიხში შევიდა როცა "პსჟ" გამოჩნდა 100 ლიმონით და კვარას ხელფასი 12 ლიმონი შეთავაზა. მოკლედ ლაურენტა გაიჭედა კვარას მინიმუმ 10 ლიმონი ხელფასის და გამოსასყიდი 150 ლიმონის ჩაწერა არ უნდა კონტრაქტში. კვარამ 10 ლიმონზე ნაკლებად ახალ კონტრაქტს არ უნდა მოაწეროს ხელი, ვისაც დიდი ხელფასი აქვს იმას ყველაზე მეტად გაუფრთხილდებიან და მოეფერებიან, რაც ზუსტად კვარას ხასიათში ჯდება, როცა კვარას ეფერებიან ის ბედნიერია და ხვიჩა ბედნიერი რას შვრება მინდორზე მთელმა იტალიამ იგრძნო წინა სეზონში
roma bejanidze
31 მაისი 2024 15:31
1
რომა,ზოგადად გეთანხმები,ყველაფერში,მაგრამ მე რომ კვარა ვიყო,როგორც მას ექცევა,მაგის შემდეგ,არავითარ ხელფასზე არ დავურჩებოდი და თუ არ გამიშვებდა,ყველანაირად შევეცდებოდი,მის დაზარალებას,რომ როგორმე თვითონვე გამხდარიყო,ჩემი თავიდან მოშორების ინიციატორი.მაგისთანებს არაფერი უნდა შეარჩინო და დარტყმას,ორი დარტყმით უპასუხო.
სოსო
31 მაისი 2024 22:59
0
კონტეს ლავრენტა 9მილიონს უხდის???და ხვიჩასთვის 6არ ემეტება???
მოშორდი ხვიჩა წუწურაწას
Zura
31 მაისი 2024 11:55
6
მოეწონება რას ნიშნავს, ამდენხანს არ იცის ვინაა ხვიჩა და არ უნახავს მისი თამაში?დდდ
Toro
31 მაისი 2024 11:13
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული