პსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" და "რეპუბლიკას" ცნობით, პსჟ-მა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

აღნიშნულია, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ "პარი სენ ჟერმენი" 130 მილიონს გადაიხდის და გუნდში დარჩენის შემთხვევაში, მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება აუცილებელია.

"ნაპოლის" მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს, რომლის სეზონური გასამრჯელო 6 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და ის ახალი გუნდის მშენებლობას "კვარას" გარშემო დაიწყებს, თუმცა "რეპუბლიკას" მტკიცებით, ხვიჩას "დაკარგვის" რისკი მაღალია. კონტე
აგრეთვე ჯოვანი დი ლორენცოს დატოვებას მოითხოვს.

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფულვიო კოლოვატიმ განაცხადა, რომ პსჟ-ს დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, თუ კვარაცხელიას "ნაპოლი" 4 მილიონს შესთავაზებს, პარიზელები ორჯერ მეტს დაჰპირდებიან, ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სავსებით შესაძლებელია და ამ ფულით 4-5 ფეხბურთელის დამატება პრობლემა არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მე დიდათ არ მადარდებს წავა თუ დარჩება, მე იმ ის მეშინია ამ აჟიოტაჟმა კვარას თამაშს დაღი არ დაასვას ევროპაზე.
ეეე
31 მაისი 2024 22:05
7
უეფამ უნდა შეიმუშაოს წესდება, რომლის მიხედვით ფეხბურთელს თუ პრეზიდენტი უნიშნავს მიზერულ ხელფასს, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება მაღალ ფასად გაყიდოს. სახელფასო განაკვეთსა და ტრანსფერს შორის უნდა არსებობდეს ზღვარი. ასე სიღორე პრეზიდენტის მხრიდან მარაზმია. თუ მითუმეტეს ხვიჩას აღარ უნდა ნაპოლიში თამაში ძველი შემართებით და მაინც დატოვო, ეს დათვური სამსახურის გაწევაა და ჯუღელი არ უნდა შეუთანხმდეს ნაპოლის…
ლაშა
31 მაისი 2024 21:33
1
ხვიჩა, თუ ევროპის ჩემპიონატზე ნორმალურზე უკეთესად ითამაშებს - ეშველება! დე ლაურენტის მოუწევს დაოკება.
Ზაზა
01 ივნისი 2024 00:06
0
არც შენი, არც ჩემი, მოდით 120-ზე შევთანხნდეთ ბატონო დე ლაურენტეს, ოკ?
გიორგი-50
31 მაისი 2024 21:28
3
100 მილიონს Ჩუქნიან (110 მილიონად Თუ გაყიდა) კაპიკებზე მუაᲨაობდა, რა ფასადაც ყოდულობენ იმაზე მეტი საქმე გააკეᲗა გუნდᲨი... ანეგდოტი მახსენდება ᲗუᲗიყუᲨზე- დაფიქრდა ეს ....
გრიᲨო
31 მაისი 2024 21:26
1
ფეხბურთი დიდი ხანია ბიზნესად იქცა..მაგრამ ეს ახვარი როგორც კვარას მოექცა გინდ ხელფასის შემთხვევაში დ ა3ხლაც..რომელი თვმოყვარე ფეხბურთელი მოინდომებს ასეთ გუნდში თამაშს..ნაპოლოს კონტე კი არა მამაზეციერი ვერ უშველის..გაუვარდა შარშან ყარაულის თოფივით და ეგაა..წარმატებები ხვიჩას..პსჟ მისთვის იდეალურია ამ ეტაპზე
კიეზა
31 მაისი 2024 21:25
4
მერე ამბობენ, ქველმოქმედი ანგელოზები არიანო, ეს ფაშისტები. ზამთარში თოვლს არ მოგცემენ თუ ვიგოდა არა ნახეს. ლამის ნახევარი მილიარდი ლარია, გაუშვი რა
რა დონის ღორები არიან
31 მაისი 2024 21:22
3
კალაძე მეტი ღირდა - "მილანში" რომ თამაშობდა.
serxio
31 მაისი 2024 21:10
10
გეყოთ ზღაპრების წერა !!!
!!!!
31 მაისი 2024 21:08
6
ნეიმარში 222 გადაყარეს და ამაში 150 გადაიხდის იცის დელაურენტისმა და იმიტომ ითხოვს. მაგათვის ფული არაფერია თუ უნდა იყიდიან თუ არ უნდა არა. ვაჭრობა მიდის უფრო თეორეული.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
31 მაისი 2024 20:33
2
თუ ეს წინადადება რეალურია,გაყიდის აბა რას იზამს.ჩვეულებრივი ბიზნესია ეს მისთვის და მეტი არაფერი....
Lobotka
31 მაისი 2024 20:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული