პსჟ-მა "ნაპოლის" კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი შესთავაზა - დე ლაურენტისი მეტს ითხოვს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" და "რეპუბლიკას" ცნობით, პსჟ-მა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში უკვე 110 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

აღნიშნულია, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ "პარი სენ ჟერმენი" 130 მილიონს გადაიხდის და გუნდში დარჩენის შემთხვევაში, მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება აუცილებელია.

"ნაპოლის" მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს, რომლის სეზონური გასამრჯელო 6 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და ის ახალი გუნდის მშენებლობას "კვარას" გარშემო დაიწყებს, თუმცა "რეპუბლიკას" მტკიცებით, ხვიჩას "დაკარგვის" რისკი მაღალია. კონტე
აგრეთვე ჯოვანი დი ლორენცოს დატოვებას მოითხოვს.

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფულვიო კოლოვატიმ განაცხადა, რომ პსჟ-ს დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, თუ კვარაცხელიას "ნაპოლი" 4 მილიონს შესთავაზებს, პარიზელები ორჯერ მეტს დაჰპირდებიან, ხვიჩას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სავსებით შესაძლებელია და ამ ფულით 4-5 ფეხბურთელის დამატება პრობლემა არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გაყიდე შე ქორვაჭარო
ნიკა
31 მაისი 2024 20:14
2
ფეხბურთელს რომელსაც 110 მილიონად არ ყიდი და უხდი ხელფასის სახით მხოლოდ მილიონს, სიტყვები არ მყოფნის
მეგრელი
31 მაისი 2024 22:34
1
თუ ეს წინადადება რეალურია,გაყიდის აბა რას იზამს.ჩვეულებრივი ბიზნესია ეს მისთვის და მეტი არაფერი....
Lobotka
31 მაისი 2024 20:31
0
უეფამ უნდა შეიმუშაოს წესდება, რომლის მიხედვით ფეხბურთელს თუ პრეზიდენტი უნიშნავს მიზერულ ხელფასს, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება მაღალ ფასად გაყიდოს. სახელფასო განაკვეთსა და ტრანსფერს შორის უნდა არსებობდეს ზღვარი. ასე სიღორე პრეზიდენტის მხრიდან მარაზმია. თუ მითუმეტეს ხვიჩას აღარ უნდა ნაპოლიში თამაში ძველი შემართებით და მაინც დატოვო, ეს დათვური სამსახურის გაწევაა და ჯუღელი არ უნდა შეუთანხმდეს ნაპოლის…
ლაშა
31 მაისი 2024 21:33
1
ხვიჩა, თუ ევროპის ჩემპიონატზე ნორმალურზე უკეთესად ითამაშებს - ეშველება! დე ლაურენტის მოუწევს დაოკება.
Ზაზა
01 ივნისი 2024 00:06
0
ხვიჩამ ალბათ ხმამაღლა უნდა განაცხადოს,ნაპოლიდან წასვლის სურვილი,რომ მაგ თახსირი კაცის მადა ცოტათი დააოკოს.
სოსო
31 მაისი 2024 22:51
1
არ არის მთლად მარტივად საქმე. წარსულის მწარე გამოცდილება არ იძლევა მოვლენებზე მშვიდად რეაგირების საფუძველს. რამდენიმე წლით ადრე ლაურენტისი როგორც იტყვიან "ვირზე შეჯდა" და კულიბალი 100 მლნ არ გაუშვა, მხოლოდ რამოდენიმე სეზონის შემდეგ 30 მლნ გაყიდა. ვითომ დიდი ბიზნესმენია, მაგრამ ფეხბურთში ასეთი იაღლიშები ჰქონია. მეორე მხრივ, თითქმის მისნაირმა, ოღონდ შედარებით "წვრილფეხა" საიმანოვმაც შუბლი ქვას შეუშვირა და იმ მომენტისათვის კარგი შეთავაზებები გაანიავა, 30 მლნ მოითხოვა.რუბინში მომდევნო სეზონი, ხვჩასათვის ალბათ ყველაზე მძიმედ წარიმართა, სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა ბათუმში. წარსულის ეს ამბები იწვევს შეშფოთებას. ცოტა ბატონი ჯუღელიც უნდა ამოქმედდეს, იმედია ეხლაც მხოლოდ პრეზიდენტის ქებას არ შეუდგება და კლიენტის ინტერესებსაც დაიცავს. იმედია ამჯერად ყველაფერი ხვიჩას სასიკეთოდ წარიმართება, მისთვის მისაღებ გარემოსა და გუნდში აჩვენებს თავის უსაზღვრო შესაძლებლობებს.
ამატაკი
31 მაისი 2024 22:16
1
საიმანოვსაც ძალიან ბევრი უნდოდა,ხვიჩას კი წასვლა სურდა და რაკი არ გაუშვა,მოტივაცია დაკარგული,თითქმის ჩაიკარგა.კლასი მაინც კლასია,თორემ აღარც ახლა ეტყობა დიდი ენთუზიაზმი,ხვიჩას.თუ არ გაუშვებს,აქაც ბურთის უბრალოდ გორაობას დაიწყებს და დე ლაურენტისი,მაგრად იზარალებს.მაინც ბოლომდე არ მჯერა,კონტეს მანდ მისვლა.არაფერი არ აქვთ,საერთო.
სოსო
01 ივნისი 2024 01:22
1
გავაცნობიეროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ვარსკვლავებს ისეთი დიდი საფეხბურთო ფორუმის წინ, როგროც ევროპის ჩემპიონატია, არავინ ყიდის. ეს ჭაღარა მელაც ელოდება ევროპის ჩემპიონატს, რომ იქ გამოსვლის ხარისხის მიხედვით შეთავაზებულ თანხაზე 10-20 მილიონიც წაამატებინოს არაბებს. პსჟ თავის მხრივ ცდილობს წინდაწინ შესთავაზოს მაცდური თანხა, რომ შემდეგ 10-20 მილიონით მეტის გადახდა არ მოუწიოს, ასე რომ ეს "საგა" ფეხბურთის ფარგლებს ცდება და ორი ქორვაჭარის თამაში უფროა, ვიდრე სპორტი.
soc.press
31 მაისი 2024 23:35
1
ეგ ლაურენტისი არის უკანასკნელი გარეწარი, თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა ხვიჩა უნდა წავიდეს სხვა გუნდში
ბენო
31 მაისი 2024 23:14
0
ფეხბურთის ყურება ეხლა დაიწყეთ? ლავრენტა ალპობს ფეხბურთელს ნაპოლიში.. რომელი გაუყიდია და მერე იმას გაუქაჩია? ერთი კავანი მახსენდება სხვა არავინ.. კულიბალი დაამწნილეს..მერტესიც მასე ინსინიეც მასე კულიბალიც ვინუჟდენი გაყიდეს მომავალ წელს უფასოდ კარგავდნენ... 5წლიანი კონტრაქტის დადება თავიდანვე შეცდომა იყო და გაგრძელება ხო ვაბშე არც უნდა განიხილონ. 110 მილიონად არ ყიდი ფეხბურთელს უფრო მეტს ითხოვ და წესიერი ხელფასის გადახდაც არუნდა...
,
31 მაისი 2024 22:12
1
ნეიმარში 222 გადაყარეს და ამაში 150 გადაიხდის იცის დელაურენტისმა და იმიტომ ითხოვს. მაგათვის ფული არაფერია თუ უნდა იყიდიან თუ არ უნდა არა. ვაჭრობა მიდის უფრო თეორეული.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
31 მაისი 2024 20:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული