კვარაცხელიას მომავალი გადაწყდა? - კონტემ "ნაპოლიში" დანიშვნის შემდეგ გუნდის სპორტულ დირექტორს ხვიჩაზე ეს შეუთვალა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლიში" ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას სადილი შედგა.

"პარტენოპეის" დამრიგებელმა მანას აცნობა, რომ ორი ფეხბურთელი ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს მათ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევიან.

პირველი და მთავარი პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, მეორე კი - კლუბის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მისით პსჟ-ია დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 19 /
საინტერესოა თავად კონტი თუ ითამაშებდა იგივე მათხოვრულ ხელფასზე.თუ ფეხბურთელი ხელშეუხებელია მაშინ იგი დაფასებულიც უნდა იყოს.
სსს
15:43 06-06-2024
3
სექტემბრამდე ბევრი დროა.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბარსელონა წაიყვანს ხვიჩას.
რეალობა
14:01 06-06-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული