"კვარაცხელიას ვულკანებს (კონტეს და დე ლაურენტისს) შორის ადვილი სეზონი არ ელის" - "მონაკოს" პრეზიდენტის მრჩეველი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა იგორ კორნეევმა, რომელიც ამჟამად "მონაკოს" პრეზიდენტის მრჩეველია, "ნაპოლის" მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.

"ორივეს, მწვრთნელისა და პრეზიდენტის ხასიათების გათვალისწინებით, ძალიან არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ვულკანების ნაზავია. ალბათ, დე ლაურენტისს ესმის, ვინ აიყვანა. როგორც წესი, კონტე მარტო ჩემპიონობისთვის არ იბრძვის. ის ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გასაყვანად ტრანსფერებისთვის ბევრ ფულს დაქაჩავს, ლიდერების დატოვებას შეეცდება. თუ დარჩება, კვარაცხელიას ადვილი სეზონი არ ელის, ჩარჩოებში მოქცეული იქნება. კონტე თავისუფლად მოქმედების საშუალებას არავის არ აძლევს", - განაცხადა კორნეევმა Матч ТВ-ის ეთერში.

დღეს გავრცელდა
ინფორმაცია, რომ კონტემ კვარაცხელიას დატოვება მოითხოვა, თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, პსჟ დანებებას არ აპირებს და ქართველის შესაძენად ყველაფერს იღონებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ნერვების თამაშია ხვიჩა. თუ დარჩები 7 მილონზე ნაკლებად არ დათანხმდე ხელშეკრულების გაგრძელებას 130-150 გამოსყიდვის დათქმით. თუ არა, 1 წლის შემდეგ შეგეხვეწება, როგორც კი კონტრაქტის ვადის დასრულება მოახლოვდება და უფასოდ გაშვების რისკს. ერთი სიტყვით "ბებერი მგელი" ძალიან რისკავს ხელშეკრულების გაგრძელებაზე თუ არ დაგითანხმა და მაგრად დადექი შენს პირობებზე.
გულშემატკივარი
12:06 07-06-2024
1
Ჩვენი ბარსაგიანი გადადის პსჟ-ში.თქვენი ხვიჩა ვის რად უნდა?
G.LA
10:21 07-06-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული