კონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport წერს, რომ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მალე გერმანიაში გაფრინდება, სადაც ევროპის ჩემპიონატია რამდენიმე მატჩს დაესწრება.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ვეტო საბოლოოდ დაადო და ჩვენებური სამომავლოდ გუნდის ლიდერად ესახება.

მისი გერმანიაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ხვიჩასთან შეხვედრა იქნება. კონტეს უნდა, რომ ქართველს განუმარტოს თუ რას აპირებს მასთან დაკავშირებით, რა გეგმები აქვს და ამ ყველაფერზე პირადად გაესაუბროს. შესაბამისად, ანტონიო შეიძლება საქართველოს ნაკრების მატჩსაც
დაესწროს.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახლა კონტესთან საუბარი არ შეიძლება.ხვიჩა ამჟამად კონცენტრირებულია ნაკრებზე და 15 ივლისის შემდეგ ესაუბროს რამდენიც უნდა
ვასიკო
09 ივნისი 2024 20:46
2
ხვიჩა, კონტეს რომ ენდო და დათანხმდე ხელშეკრულების გაგრძელებას, ლაურენტისი ორივეს მაინც გადაგაგდებთ და სჯობია, წახვიდე, არ გააგრძელო.
გია
09 ივნისი 2024 17:07
3
კონტე ხელშეკრულებით, არ მოეწონება და წავა, ხოლო ხვიჩა, თუ კონტეს ხათრით გააგრძელებს ხელშეკრულებას, 5 წელი კიდევ ლაურენტისის მონა უნდა იყოს და კარიერა დაინგრიოს.
გიორგი
09 ივნისი 2024 17:02
0
არა მგონია მარტო ხვიჩას სანახავად ჩადიოდეს. შეიძლება სხვებსაც დააკვირდეს, თუ თამაშზე დასწრებასაც გეგმავს.
ასე, რომ ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
buba
09 ივნისი 2024 15:23
0
კონტემ ბილეთი უკვე აიღო?! იშოვება ბილეთები, თავისუფლადაა?!
aburjga
09 ივნისი 2024 12:55
10
ბილეთები აღარ არის, მაგრამ სანიოლს უთქვამს მესამე მწვრთნელად შეგაპარებო...?!
rigiti
09 ივნისი 2024 17:25
0
საწყალი კონტე, ბილეთის აღება გაუჭირდება... სულ რომ არ იყოს ბილეთი, ვიპ-ლოჟაში მონახავს ადგილს
სიმართლე
09 ივნისი 2024 14:33
1
მოგება, მოგება ჩვენს ნაკრებს! სხვა ვარიანტი არც განიხილება!
გიგა
09 ივნისი 2024 12:48
2
ქართული ნაკრებისთვის კარგი ადგილია შერჩეული،ველბერტი،დიუსელდორფთან და დორტმუნდთან ახლოსაა და კარგი სავარჯიშო სტადიონიცა აქვს،მშვენიერი ადგილია.
Მოცლილი
09 ივნისი 2024 12:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული