"შემდეგ სეზონშიც ლიგა 1-ში ვითამაშებ" - მიქაუტაძემ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"მეცის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Geo Team-თან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

23 წლის ფეხბურთელის თქმით, მომდევნო სეზონში კვლავ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

"გიდასტურებთ, შემდეგ სეზონში კვლავ ლიგა 1-ში ვითამაშებ. ისევ საფრანგეთში დავრჩები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, რომელ კლუბში ვიასპარეზებ. ყველაფერი მალე გაირკვევა", - განაცხადა მიქაუტაძემ Geo Team-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გიორგის "მეცი" ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითდა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში ფრანგული კლუბის რიგებში 20 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

altმიქაუტაძე ნაკრებს შეუერთდა - სანიოლის გუნდი სრულად შეიკრა

altმიქაუტაძემ შეიძლება თურქულ

გრანდში იკარდი შეცვალოს

alt"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 10 /
გიორგი მონაკოსთვის კარგი იქნება! თუმცა მთავარია ლიგა 1-ის რომელიმე ფავორიტში ჩაირიცხოს! წარმატებები!
მერაბი
11 ივნისი 2024 09:43
0
თუ არ ვცდები საფრანგეთში დავრჩებიო თქვა და არა ლიგა 1-შიო. რა თქმა უნდა მასაც და ჩვენ გვინდა რომ ლიგა 1-ში ითამაშოს.
მეც ვუყურე
10 ივნისი 2024 20:51
3
რატომ ჟორჟი და არა გიორგი
ქართველი
10 ივნისი 2024 19:30
4
ქართველი-ს! საფრანგეთს ამ ქვეყანას ქართველის გარდა არავინ ეძახის, მაგრამ ეს ქვეყანა არის France. არავინ გთხოვს ეგრე დაუძახო. შენ დაუძახე გიორგი,მაგრამ მას ჟორჟი ჰქვია. რამე პრობლემაა?
დავით 67
10 ივნისი 2024 22:27
1
საფრანგეთში დაიბადა, ასე დაარქვეს, ასე ჩაწერეს დაბადებისას, ასე გამოითქმის გრანგულად, ანუ ასე ქვია და (ა)მიტომ ! :)
ასე ქვია , და ...
10 ივნისი 2024 20:47
0
ჩვენ ნაკრებს 3 ვარსკვლა ყავს. კვარა, მამარდა და ჟორჟი. მონაკოში მინდა ჟორჟი და ვბახავთ ლიგაზე როგორ გაიბრწყინებს. წარმატება ჟორჟს.
G.LA
10 ივნისი 2024 18:44
2
ერთი რამ ცხადია, შემდეგ სეზონში ჟორჟი ლიგა 1 -ის საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძოლებს, მითუმეტეს რომ მომავალი სეზონიდან მბაპე იქ აღარ ითამაშებს, შესაბამისად შანსები ერთი ორად მაღალია და მართლაც ასე თუ მოხდა, ვფიქრობ 2025-26 სეზონს ჩვენი ნაკრების ცენტრი უკვე გაცილებით მაღალი დონის ტოპ ლიგის კლუბში შეხვდება. წარმატებები!
soc.press
10 ივნისი 2024 15:30
0
ყოჩაღ ჟორჟ, წარმატებები! იმედია ევროს მერე სხვა ქვეყნების ძლიერი გუნდებიდანაც გექნება შემოთავაზებები და მერე გადაწყვიტე სად უფრო აჯობებს თამაში.
გიო
10 ივნისი 2024 14:28
1
კარგია ჟორჟ. ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ხარ. მიხარია რომ ჩვენს ნაკრებში თამაშობ. წარმატებები
მინდია
10 ივნისი 2024 14:27
0
ეგ "ვაჰაბიტების წვერი" მოიპარსე ჯობია! არ გიხდება! დავიჯერო ასე ძალიან მოგწონს?
ვაახ?!
10 ივნისი 2024 14:26
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული