"შემდეგ სეზონშიც ლიგა 1-ში ვითამაშებ" - მიქაუტაძემ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"მეცის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Geo Team-თან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

23 წლის ფეხბურთელის თქმით, მომდევნო სეზონში კვლავ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

"გიდასტურებთ, შემდეგ სეზონში კვლავ ლიგა 1-ში ვითამაშებ. ისევ საფრანგეთში დავრჩები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, რომელ კლუბში ვიასპარეზებ. ყველაფერი მალე გაირკვევა", - განაცხადა მიქაუტაძემ Geo Team-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გიორგის "მეცი" ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითდა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში ფრანგული კლუბის რიგებში 20 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

altმიქაუტაძე ნაკრებს შეუერთდა - სანიოლის გუნდი სრულად შეიკრა

altმიქაუტაძემ შეიძლება თურქულ

გრანდში იკარდი შეცვალოს

alt"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ჟორჟ, წარმატებები! იმედია ევროს მერე სხვა ქვეყნების ძლიერი გუნდებიდანაც გექნება შემოთავაზებები და მერე გადაწყვიტე სად უფრო აჯობებს თამაში.
გიო
14:28 10-06-2024
1
კარგია ჟორჟ. ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ხარ. მიხარია რომ ჩვენს ნაკრებში თამაშობ. წარმატებები
მინდია
14:27 10-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული