"ობლაკი მიდის, ლუნინი გამოირიცხა და მამარდაშვილის კანდიდატურა დარჩა" - ესპანური მედია

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე თვლის, რომ მეკარე იან ობლაკის ცხრაწლიანი, დიდებული ციკლი მის გუნდში დასრულდა. თავად სლოვენიელს კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 28 მილიონი ევროა.

ერთი სიტყვით, "როხიბლანკოს" კარგი მეკარის დამატება სჭირდება და ორ კანდიდატს განიხილავს.

El Nacional-ის ცნობით, უკრაინელ ანდრეი ლუნინს "რეალში" ტიბო კურტუას დუბლიორობა არ უნდა და "ატლეტიკოში" გადასვლის წინააღმდეგი არაა, მაგრამ "სამეფო კლუბი" კონკურენტ გუნდში არ გაუშვებს და მზადაა "მანჩესტერს" მიჰყიდოს.

GOL digital-ის მტკიცებით, "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ "ატლეტიკოს" შეუძლია, შანსი ხელიდან არ
უნდა გაუშვან და ქართველისთვის მადრიდული გუნდი საუკეთესო ვარიანტია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მართლა ასე ფიქრობ თუ განზრახ წერ ამ სისულელეს ლალიგის საუკეთესო მეკარეზე?
ბაჩი
12 ივნისი 2024 18:28
0
ევრო 2024 ბევრ რამეს გადაწყვეტს.
მამარდ აგერ ბურთი და აგერ მოედანიო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი
მეგრელი
12 ივნისი 2024 13:55
1
ჯობია იყოს სადაც არი, სუპერკლუბში ძირიტადად ამას არ ათამასებენ და დუბლებში ყოფნას ისევ მანდა სჯობს
zura222
12 ივნისი 2024 12:59
18
კარგია და საამაყო თუ მართლა ასეთი ინტერესია მამარდას მიმართ, მაგრამ ძაან მაინტერესებს ვითომ რა დამსახურებისთვის ახევენ კალთებს ერთმანეთს სუპერ კლუბები და ვითომდა მზად არიან მეკარისთვის არარეალური 45-50 მლ-ნი გადაიხადონ, მეკარეში რომელსაც ჯერ-ჯერობით არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია ჩ/ლიგაზე კი არა არამედ საერთოდ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე, საერთაშორისო თამაშებში გამოცდილება მხოლოდ ფიფას რეიტინგით 77-ე ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრებში აქვს, რომელიც პირველად იქნება დიდ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე და კაცმა არ იცის იქ როგორ ითამაშებს უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ, ამასთან ძლიერ გუნდებთან მამარდა რომ ვერ ბრწყინავს ისიც ფაქტია, მაგალითად ამ სეზონში ნაკრებში ესპანეთმა ორი თამაშის ჯამში 10 გოლი შეუგდო, რეალმა კი 7....რა ვიცი! იქნებ ამ ევროზე მართლა გაიგიჟოს თავი და........
შულაია
12 ივნისი 2024 10:49
28
ცოტა ხანს გაჩერებულიყო ვალენსიაში, უფრო მაგარ კონდიციაში იქნება სამომავლოდ! თუ გადავა, ატლეტიკო ყველაზე კარგი ვარიანტია, მაგრამ ნუ აჩქარდება. წარმატებები!
მერაბი
12 ივნისი 2024 09:17
5
ლივერპულშიო, წერენ ინგლისში ...
მაგათი ბრაზილიელი მეკარე , საუდის
არაბეთში მიდის და მამარდაშვილიო...
ლივერპულში !
12 ივნისი 2024 02:04
5
თუ არ ბრეხვა ინდონეზიელმა მფლობელმა და 45 მილიონი ევრო არ დაუფასა ატლეტიკოს გიორგი კი, გადავა!
ლაშა
11 ივნისი 2024 23:37
1
სინგაპურელია ისე.
მეგრელი
12 ივნისი 2024 17:52
0
ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგაზეა!
ასე რომ ორივე გიორგი ლიგაზე ითამაშებენ, სამწუხაროდ ხვიჩასგან განსხვავებით (თუ ნაპოლიში დარჩა!)
ლაშა
11 ივნისი 2024 23:34
3
მონაკო გაირკვა.. ატლეტიკო მამარდას აიყვანს. და კიდე ხვიჩა პსჟ.. ში გადავა....აი ნახავთ თუ არა.
კახა
11 ივნისი 2024 22:39
4
მორჩით ამ უსაფუძვლო ჭორ- ტყუილებს.
Status quo
11 ივნისი 2024 22:16
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული